ყურადღება!!!
თუ აირჩიეთ სამედიცინო პროფილი და გსურთ, იმუშაოთ ჯანდაცვის სფეროში, სამედიცინო კოლეჯი ,,სიო’’ გაძლევთ უნიკალურ შანსს, მიიღოთ ხარისხიანი განათლება და კარიერული განვითარების შესაძლებლობა!
თანამედროვე სასწავლო პროგრამები,  კვალიფიციური და გამოცდილებით მდიდარი ლექტორები ,
ცოდნის მიღებასა და განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემო, დაგეხმარებათ მარტივად დაეუფლოთ საპასუხისმგებლო პროფესიას .
28 აპრილიდან 20 მაისის ჩათვლით დარეგისრირდით საიტზე: www.vet.emis.ge 
ხოლო 31 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით , ჩააბარეთ სახელმწიფო გამოცდები ქიმიასა და ბიოლოგიაში, 
ბოლოს კი, მოტივაციური გასაუბრების საფუძველზე, შეგეძლებათ სწავლა დაიწყოთ საექთნო საქმის სპეციალობაზე. (3 წლის შემდეგ თქვენ
შეძლებთ მიიღოთ უმაღლესი კვალიფიკაციის დიპლომი საექთნო საქმეში. )
სტუდენტის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში, სექტემბრის თვეში უნდა წარმოადგინოთ სკოლის ატესტატი. 
გაითვალისწინეთ, რომ ჩვენთან სწავლა ხელს არ შეგიშლით ჩააბაროთ თქვნთვის სასურველ მეორე სპეციალობაზე უმაღლეს სასწავლებელში.
მათთვის ვისაც ჯერ კიდევ ვერ გადაუწყვეტია, რომელ სპეციალობას დაეუფლოს, ჩვენი გუნდი რეკომენდაციას უწევს ჯანდაცვის სფეროს, რადგან აქ მიღებული ცოდნა და გამოცდილება გამოგადგებათ როგორც დასაქმებისა და პირადი გამოყენებისთვის , ასევე ოჯახის წევრებისა და მეგობრების დასახმარებლად.
გადადგით პირველი ნაბიჯი თქვენი წარმატებული მომავლისკენ! 
Sio Logo 400px