კ ა

შპს  სიო   შეიქმნა 2001 წელს, მისი დამაარსებელი იყო ექიმი–ენდოსკოპისტი გიორგი (ჟორა) სიორდია. შპს სიო -ს  ძირითად საქმიანობას შეადგენდა სამკურნალო–სადიაგნოსტიკო და სასწავლო პროცესების წარმოება.

2002 წელს დაარსდა სამედიცინო კოლეჯი ,,სოლიდარობა“, რომელიც  საქმიანობდა საშუალო პროფესიული სამედიცინო სასწავლებლის ლიცენზიით. სასწავლებელი ამზადებდა მედდებს, მეანებსა და ფარმაცევტებს საქართველოს განათლების სამინისტროს  სტანდარტებისა და პროგრამების შესაბამისად და გასცემდა სახელმწიფო დიპლომს. დღეს ამ კოლეჯის კურსდამთავრებულები წარმატებით საქმიანობენ  თავიანთი სპეციალობის მიხედვით.

 

 

  

2008 წელს სასწავლებელმა მიიღო პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზია (ბრძ.# 1179, # 0813126), მიენიჭა სახელწოდება ,,სიო“ და ახორციელებდა სწავლებას სპეციალობებზე:  მედდა,  კბილის ტექნიკი.

 სპეციალობა - კბილის ტექნიკი

 

 

2006-2011 წლებში სამედიცინო კოლეჯის ფილიალი ფუნქციონირებდა ქალაქ ფოთში.

  

 

 

2012 წელს შპს „სიო“-მ გაიარა ავტორიზაცია
და მიიღო საზოგადოებრივი კოლეჯი შპს სიო -ს სტატუსი
ახორციელებდა სწავლებას შემდეგ სპეციალობებზე:

  1. ექთნის თანაშემწე მესამე საფეხური

  2. მასაჟისტი მესამე საფეხური

 

2014 წლიდან კოლეჯი ახორციელებს „პრაქტიკოსი ექთნის მეხუთე საფეხურის“ პროგრამას.

    საგანმანათლებლო დაწესებულება დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური კადრებით,  რომელთა პროფესიონალიზმი  განსაზღვრავს  სწავლების მაღალ ხარისხს და კონკურენტუნარიანი სპეციალისტების აღზრდას.

 

  

 

საზოგადოებრივ კოლეჯ შპს სიო –ს  დირექტორი სალომე სიორდია  აქტიურად   მონაწილეობდა  ქვეყნის მაშტაბით პროფესიული პროგრამებისა და მოდულარული სისტემების  შექმნის პროცესში.  არის „საოპერაციო ექთნისა და ექთანი ანესთეზისტის საქმის ავტორი ასევე   სახელმძღვანელოს  თანაავტორი.

 

საპრაქტიკო ბაზები

 

  

ძლიერი საპრაქტიკო ბაზები, ხარისხზე ორიენტირებული გარემო საფუძველს იძლევა იმისა, რომ ჩვენი  კურსდამთავრებულთა უმეტესი ნაწილი დასაქმებულნი არიან ავიანთი პროფესიით.

   

კოლეჯი  დამსაქმებლებთან ერთად აქტიურად ჩართულია  თავისი კურსდამთავრებულთა  დასაქმების პროცესში.  რაც იმის საწინდარია  რომ აქ მრავალი უკვე უმაღლესდამთავრებული პირი ახდენს  კოლეჯში მიღებული ცოდნის  საფუძველზე  საკუთარი თავის რეალიზებას .

 

2016 წელს კოლეჯმა აქტიური მონაწილეობა მიიღო  ექთნის თანაშემწის გადამზადების  სახელმწიფო პროგრამაში და გაიცა შესაბამისი სერთიფიკატები

 

კოლეჯი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონით ,,პროფესიული განათლების შესახებ“,  მისგან გამომდინარე კანონქვემდებარე აქტებით, სასწავლებლის წესდებით, კოლეჯის დებულებითა და შინაგანაწესით. სტუდენტ-მოსწავლეთა მიღება წარმოებს  განცხადებებისა დოკუმენტების განხილვის საფუძველზე.

 კოლეჯში სწავლება ფასიანია და სწავლის საფასურის გადახდა ხდება ხელშეკრულების შესაბამისად.

საზოგადოებრივი კოლეჯი შპს ,,სიო“–ს  

საკონტაქტო ინფორმაცია

ქ.ქუთაისი გ.ტაბიძის 72/დ.  (სასტუმრო „თბილისი”–სა და ნეფროლოგიისა და ჰემოდიალიზის ცენტრის  მიმდებარე ტერიტორია)

ტელ: 0(431) 24 18 05;  599  94 -18- 77; 557-70-81-55

 ელ.ფოსტა ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.  ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

სატრანსპორტო საშუალებები:N1(წრიული)N5, N11 N15   N19,  N21   N23 N48

 

საკონტაქტო პირი: შპს „სიო“–ს დამფუძნებელი

ციცინო ნემსიწვერიძე

 

შპს „სიო“ საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტირი

სალომე სიორდია


კოლეჯის მისია:

*  შიდა და გარე ბაზარზე ორიენტირებული, კონკურენტუნარიანი,   მაღალკვალიფიციური პროფესიული  კადრების მომზადება;

*  სასწავლო პროცესის მიმდინარეობისათვის საჭირო  პირობების შექმნა;

*  სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენება;

*  პროფესიულ  სტუდენტზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნა  და მუდმივი განახლება;

*  მუდმივი კავშირი პოტენციურ დამსაქმებელთან  მათი  მოთხოვნების გათვალისწინება;

*  დასაქმებაზე ორიენტირებული პროფესიული პროგრამების შემუშავება;

*  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პროფესიულ სტუდეტთათვის სწავლის პირობების შექმნა;

*  კურსდამთავრებულების დასაქმების ხელშეწყობა;

*  პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა;


კოლეჯში შექმნილია სწავლისათვის შესაბამისი პირობები

1.შესაბამისი ინვენტარით აღჭურვილი  აუდიტორიები

   

   


2. ბიბლიოთეკა  შესაბამისი  აღჭურვილობით

3.შექმნილია შესაბამისი პირობები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე

4. დაცულია   უსაფრთხოების   ნორმები

  

 

 

საზოგადოებრივი   კოლეჯი შპს სიო–ს  პროგრამების კატალოგი