კოლეჯ სიოში ჩატარდა ტრენინგი თემაზე: სუიციდის პრევენცია, რომელიც წარადგინა მედიცინის დოქტორმა ლალი არველაძემ. შეხვედრის  მიზანი იყო სტუდენტებისა და პერსონალის ცნობიერების ამაღლება მენტალური ჯანმრთელობის საკითხებზე და სუიციდის რისკების ამოცნობა-პრევენცია.

ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ შემდეგ ძირითად საკითხებს:

  • სუიციდის ძირითადი რისკფაქტორები და ნიშნები;
  • კომუნიკაციის სტრატეგიები თვითმკვლელობის საფრთხის წინაშე მყოფ პირებთან;
  • მხარდაჭერის სისტემების მნიშვნელობა — ოჯახი, მეგობრები, სპეციალისტები;
  • გადაუდებელი რეაგირების გზები და შესაბამისი სამსახურების მიმართვის პროცედურები.

მონაწილეებმა მიიღეს პრაქტიკული რჩევები და რესურსები, რაც ხელს შეუწყობს მათი პროფესიული და პირადი უნარების გაძლიერებას მენტალური ჯანმრთელობის მიმართულებით.

მოკლევადიანი პროგრამის „შინმოვლის სპეციალისტის“ მსმენელებისათვის ეს იყო კარგი გამოცდილება, თუ როგორ იმუშაონ გერიატრიულ პაციენტრებთან და შეუქმნან მათ გარემო დეპრისიისა და მარტოობის გარეშე.

ღონისძიება ორგანიზებული იყო კოლეჯის სტუდენტური სერვისების მხარდაჭრისა და განვითარების მენეჯერის ნინო ნიკოლეიშვილის ინიციატივით.

ტრენინგი მაღალი ინტერესითა და ჩართულობით წარიმართა.

8bc4b8c6 213e 4839 ac44 83644a7aa6f96936d286 72e1 426c 880f 0460a605a7fa