დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და „საქართველოს იურისტთა უმაღლესი სკოლის“ ერთობლივი ორგანიზებით, ქუთაისმა პირველად იურისტთა დასაქმების ფორუმს უმასპინძლა.
ღონისძიებაზე 20-მდე დამსაქმებელი იყო წარმოდგენილი, იურიდიულ სფეროში არსებული ვაკანსიებით.
ფორუმში მონაწილე გამოცდილ და დამწყებ იურისტებს შესაძლებლობა მიეცათ რეგიონში არსებულ მათთვის საინტერესო ვაკანსიებს გაცნობოდნენ და პირისპირ გასაუბრებოდნენ დამსაქმებლებს.
ღონისძიების ოფიციალური ნაწილი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, ხათუნა ცერცვაძემ და საქართველოს იურისტთა უმაღლესი სკოლის დამფუძნებელმა ირმა კახიძემ გახსნეს.
590305224 1283464547157272 1317403503048198603 n590712528 1283464137157313 5920460223956639678 n