შპს „სიო“-ს მიერ ჩატარდა აქტიურ სტუდენტთა გამოკითხვა რათა უკეთ გააანალიზოს და შეაფასოს რამდენად კმაყოფილნი არიან სტუდენტები სასწავლებლის სსერვისებით. ასევე კითხვარში დასმულია ისეთი შეკითხვები, რომელათა მეშვეობითაც შესაძლებელია დავადგინოთ რამდენად კარგად იცნობენ სტუდენტები თავიანთ უფლებებს და კოლეჯში მოქმედ წესებს. სულ გამოიკითხა 83 სტუდენტი. წარმოგიდგენთ დიაგრამებსა და გამოკითხვის შედეგებს.
სტუდენტთა უმრავლესობა პასუხობს, რომ მათი უფლებების შესახებ ინფორმაცია მიიღეს სტუდენტთა საინფორმაციო შეხვედრაზე. აღსანიშნავია, რომ გამოკითულთაგან არცერთი არ პასუხობს, რომ ისინი არ იცნობენ საკუთარ უფლებებს.
კითხვარის შედეგები გვიჩვენებს, რომ სტუდენტები ინფორმირებულნი არიან შეფასების სისტემაზე და აპელაციის შესახებ. მათ იციან როგორი ფორმით უნდა გამართონ კომუნიკაცია კოლეჯის პერსონალთან და ადმინისტრაციასთან რათა გათვალისწინებულ იქნას სტუდენტთა შეხედულებები და მოსაზრებები. სტუდენტები ასევე გრძნობენ თანადგომას კოლეჯის მხრიდან დასაქმების სფეროში. მათი უმეტესობა პერმანენტულად იღებს ინფორმაციებს შესაფერისი ვაკანსიების შესახებ.
იხილეთ გამოკითხვის ამსახველი დამატებითი დიაგრამები: