JooMix
  • ბიბლიოთეკაში  საჭიროა   წესრიგისა და სიჩუმის დაცვა.
  • ბიბლიოთეკაში ნებადართულია მხოლოდ წყლისა და უალკოჰოლო სასმელის    შეტანა.
  • ბიბლიოთეკაში აკრძალულია:

     -    მოწევა;

     -    ხმაური და საუბარი;

     -    მობილური ტელეფონის გამოყენება;

     -    წიგნის არასწორად დადება მისი დამალვის ან სხვა პროფესიული  სტუდენტისათვის წიგნის      

           გამოყენების ხელისშეშლის მიზნით ;

     -    წიგნის ან სასწავლო მასალის ქურდობა, დაზიანება, დაფხაჭნა, ფურცლებიs ამოგლეჯა.

ბიბლიოთეკაში პროფესიული  სტუდენტების გაწევრიანება

  • დაწესებულების პროფესიული სტუდენტის ბიბლიოთეკაში გაწევრიანება ხდება სტუდენტობის  პერიოდში  ერთხელ.
  • პროფესიული სტუდენტი, რომელიც ერთხელ გაწევრიანდება სწავლების  პერიოდში, რჩება  ბიბლიოთეკის  წევრად   სწავლების  მთელი   პერიოდისათვის.
  • პროფესიული სტუდენტის  ბიბლიოთეკაში   გაწევრიანება  დასტურდება  მის  მიერ სააპლიკაციო განაცხადის შევსებით.
  • პროფესიულ  სტუდენტისათვის   ბიბლიოთეკაში   გაწევრიანება   უფასოა.

ბიბლიოთეკაში პერსონალის  გაწევრიანება

  • დაწესებულების  პერსონალის  ბიბლიოთეკაში გაწევრიანება ხდება მათ მიერ შესაბამის პოზიციებზე ყოფნის განმავლობაში.
  • პერსონალის  ბიბლიოთეკაში  გაწევრიანება  დასტურდება  მის  მიერ სააპლიკაციო განაცხადის შევსებით.
  • პერსონალისათვის    ბიბლიოთეკაში   გაწევრიანება  უფასოა.

 

ბიბლიოთეკით სარგებლობის წესები

  • დაწესებულების  ბიბლიოთეკაში არსებობს კომპიუტერის, ინტერნეტის, პრინტერის, სკანერის გამოყენების შესაძლებლობა.      
  • ბიბლიოთეკა მდებარეობს საზოგადოებრივი კოლეჯის შენობაში
  • ბიბლიოთეკა მუშaობს:

     –   ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10.00 სთ–დან  18.00 სთ–მდე.

     –   შაბათს   11.00 სთ–დან  16.00 სთ–მდე.

  • ბიბლიოთეკით სარგებლობა შეუძლია შპს სიოს   პროფესიულ  სტუდენტებსა    და თანამშრომლებს.
  • წიგნებს ფაქიზი მოპყრობა ესაჭიროებათ. მკითხველი ვალდებულია:

-  ფრთხილად  მოეპყრას წიგნებსა და სხვა სახის ბეჭდურ გამოცემებს.

-   წიგნის გამოყენების შემდეგ დაუშვებელია წიგნის თაროზე დადება. წიგნი უნდა დაუბრუნდეს ბიბლიოთეკარს. წიგნს აქვს სპეციალური ნომერი და ბიბლიოთეკარი თვითონ დააბრუნებს მას ადგილზე.

  • წიგნისა და ჟურნალ–გაზეთის ბიბლიოთეკაში გამოყენების დროს აკრძალულია  ბიბლიოთეკიდან მათი გატანა.
  • წიგნები, რომლებიც თითო ეგზემპლარად არის წარმოდგენილი ბიბლიოთეკიდან

        არ გაიცემა.

  • ბიბლიოთეკიდან გატანილი წიგნის დაბრუნებამდე მკითხველს არ შეუძლია   დამატებით სხვა წიგნის გატანა.
  • ბიბლიოთეკიდან წიგნის გატანის შემთხვევაში მიეთითება გატანის დროს და  ხანგრძლივობა.
  • წიგნის დაზიანების ან  დაკარგვის შემთხვევაში მკვითხველი ვალდებულია  შეცვალოს წიგნი ახალი ეგზემპლარით ან აანაზრაუროს მისი ღირებულება.
  • დაზიანებული წიგნით სარგებლობა შეიძლება მხოლოდ ბიბლიოთეკაში.