
04-05 ივლისს პროფესიული უნარების სააგენტოს ორგანიზებით ქ. ბათუმში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრში ჩატარდა ტრენინგი “სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მასშტაბის გაფართოება და კერძო სექტორთან თანამშრომლობა”.

ტრენინგს ესწრებოდნენ კოლეჯ "სიო" ს დამფუძნებელი ციცინო ნემსიწვერიძე, კოლეჯის ხარისხის განვითარების სამსახურის მენეჯერი ხათუნა
ჭედია მაჩიტიძე და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერი სალომე სიორდია..



