შპს "ბალტიაქემი საქართველო" აცხადებს სამედიცინო წარმომადგენლის ვაკანსიას ქალაქ თბილისში და ქუთაისში.
მდებარეობა: თბილისი, რეგიონები.
სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 სთ.
ანაზღაურება: ფიქსირებული + ყოველთვიური გაყიდვის პროცენტი.
კომპანია გთავაზობთ:
** მოტივაციის ბონუს სისტემას, მიღწეული შედეგების მიხედვით
** მეგობრულ გუნდს
** პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას
** ულიმიტო სასაუბრო პაკეტს
ფუნქცია-მოვალეობები:
** გეგმიური ვიზიტების დაგეგმვა/განხორციელება და პროდუქციის პრეზენტაცია სამედიცინო დაწესებულებებში;
** მიმდინარე ანგარიშების წარმოება ყოველდღიურად/ყოველკვირეულად;
** გაყიდვების გეგმების შესასრულებლად აქტიური ღონისძიებების დაგეგმვა;
მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გაყიდვებში გამოცდილება სამედიცინო სფეროს მიმართულებით ჩაითვლება უპირატესად;
** რუსული ან ინგლისური ენების ცოდნა, ასევე ჩაითვლება უპირატესად;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე.
აუცილებელი პიროვნული თვისებები:
** პრეზენტაბელურობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** თავდაჯერებულობა;
** პრეზენტაციისა და გაყიდვების უნარი;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** თავაზიანობა;
** კარგი მეტყველების უნარი;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
** და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ზრდისა და განვითარების სურვილი
სხვა დანარჩენი თვისებები და უნარები გთხოვთ მიუთითოთ რეზიუმეში..
გთხოვთ ასევე დაურთოთ, სამოტივაციო წერილი.
რატომ უნდა იმუშაო ჩვენს კომპანიაში?
** კომპანიაში მეგობრული გარემოა
** ფიქსირებული შემოსავლის ზრდის პერსპექტივა
** შედეგზე მიბმული საბონუსე სისტემა
** შემოსავლის ზედა ზღვარი არ არსებობს
** სამუშაოდ კომფორტული ოფისი
** მენეჯმენტი უზრუნველყოფს გუნდის სწავლებას
** კარიერული განვითარების შესაძლებლობა
** კომპანია ფოკუსირებულია შედეგებზე და არა სამსახურში დახარჯულ დროზე
** მენეჯმენტი აფასებს თავის თანამშრომლებს და აღიარებს მათ მნიშვნელობას
** კომპანია იმართება ლიდერული პრინციპების საშუალებით
** კომპანიაში გადაწყვეტილებები მიიღება დემოკრატიული პრინციპით
** მენეჯმენტი ამოტივირებს და აძლევს უკუკავშირს გუნდის წევრებს
** მენეჯმენტი აფასებს თანამშრომლების ახალ იდეებს
** მენეჯმენტი ორიენტირებულია თანამშრომლების კმაყოფილებაზე
** მენეჯმენტი ენდობა თანამშრომლებს და აძლევს უფლებას იმუშაონ დამოუკიდებლად
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ განაცხადი შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 20 იანვარი 2023 წელი.
ვაკანსია!!!
საზოგადოებრივი კოლეჯი "სიო" აცხადებს ვაკანსიას
ოფის მენეჯერის და ბიბლიოთეკარის თანამდებობებზე
მსურველებს უნდა გააჩნდეთ:
- სპეციფიკური განათლება ან მუშაობის 3 წლის გამოცდილება იდენტურ თანამდებობაზე;
- ფლობდეს კომპიუტერული უნარჩვევებს;
- იყოს კომუნიკაბელური და გააჩნდეს საქმისადმი ინტერესი
მსურველებმა გადმოაგზავეთ cv და ფოტოსურათი 3x4 მეილზე ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
საბუთების განხილვის შემდგომ დაგიკავშირდებიან თქვენს მობილურზე ან ელ. ფოსტაზე, რომელიც მითითებული იქნება cv_ში.
სამუშაოს პირობები :
სამუშაო დრო-კვირაში 20სთ (ნახევარი განაკვეთი)
დასვენება -შაბათ-კვირას და დასვენების დღეებში .
ჩვენი საკონტაქტო ტელეფონები :
599 94 18 77
557 70 81 55
კოლეჯის ისტორია

შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმო ,,სიო" შეიქმნა 2001 წელს, მისი დამაარსებელი იყო ექიმი–ენდოსკოპისტი გიორგი(ჟორა) სიორდია.შპს–ს ძირითად საქმიანობას შეადგენდა სამკურნალო–სადიაგნოსტიკო და სასწავლო პროცესების წარმოება.
2002 წელს დაარსდა სამედიცინო კოლეჯი ,,სოლიდარობა“, რომელიც საქმიანობდა საშუალო პროფესიული სამედიცინო სასწავლებლის ლიცენზიით. სასწავლებელი ამზადებდა მედდებს, მეანებსა და ფარმაცევტებს საქართველოს განათლების სამინისტროს სტანდარტებისა და პროგრამების შესაბამისად და გასცემდა სახელმწიფო დიპლომს. დღეს ამ კოლეჯის კურსდამთავრებულები წარმატებით საქმიანობენ თავიანთი სპეციალობის მიხედვით.
2008 წელს სასწავლებელმა მიიღო პროფ ესიული საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზია (ბრძ.# 1179, # 0813126), მიენიჭა სახელწოდება ,,სიო“ და ახორციელებდა სწავლებას სპეციალობებზე: 1) მედდა 2) კბილის ტექნიკი.
2006-2011 წლებში სამედიცინო კოლეჯის ფილიალი ფუნქციონირებდა ქალაქ ფოთში.
საგანმანათლებლო დაწესებულება დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური კადრებით, რომელთა შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ registration.prof.ge პედაგოგების პროფესიონალიზმი განსაზღვრავს სწავლების მაღალ ხარისხს და კონკურენტუნარიანი სპეციალისტების აღზრდას.
საზოგადოებრივ კოლეჯ შპს „სიო“–ს წარმომადგენლობა აქტიურად მონაწილეობენ ქვეყნის მაშტაბით პროფესიული პროგრამებისა და მოდულარული სისტემების შექმნის პროცესში
2017 წლის 28 აპრილს საზოგადოებრივ კოლეჯმა „სიო“-მ გაიარა ავტორიზაცია და მიიღო სახელმწიფო ლიცენზია.
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება N 08 . 2017 წ. 22.04
2017 წლის 5 დეკემბერს სამედიცინო კოლეჯ „სიო“-ში ჩატარდა დემონსტრირებული კონფერენცია თემაზე „კვება და ჯანმრთელობა“
ფოტომასალა