ისტორია

შპს  სიო   შეიქმნა 2001 წელს, მისი დამაარსებელი იყო ექიმი–ენდოსკოპისტი გიორგი (ჟორა) სიორდია. შპს სიო -ს  ძირითად საქმიანობას შეადგენდა სამკურნალო–სადიაგნოსტიკო და სასწავლო პროცესების წარმოება.

2002 წელს დაარსდა სამედიცინო კოლეჯი ,,სოლიდარობა“, რომელიც  საქმიანობდა საშუალო პროფესიული სამედიცინო სასწავლებლის ლიცენზიით. სასწავლებელი ამზადებდა მედდებს, მეანებსა და ფარმაცევტებს საქართველოს განათლების სამინისტროს  სტანდარტებისა და პროგრამების შესაბამისად და გასცემდა სახელმწიფო დიპლომს. დღეს ამ კოლეჯის კურსდამთავრებულები წარმატებით საქმიანობენ  თავიანთი სპეციალობის მიხედვით.

 

 

  

2008 წელს სასწავლებელმა მიიღო პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზია (ბრძ.# 1179, # 0813126), მიენიჭა სახელწოდება ,,სიო“ და ახორციელებდა სწავლებას სპეციალობებზე:  მედდა,  კბილის ტექნიკი.

 სპეციალობა - კბილის ტექნიკი

 

 

2006-2011 წლებში სამედიცინო კოლეჯის ფილიალი ფუნქციონირებდა ქალაქ ფოთში.

  

 

 

2012წელს შპს „სიო“-მ გაიარა ავტორიზაცია
და მიიღო საზოგადოებრივი კოლეჯი შპს სიო -ს სტატუსი
ახორციელებდა სწავლებას შემდეგ სპეციალობებზე:

  1. ექთნის თანაშემწე მესამე საფეხური

  2. მასაჟისტი მესამე საფეხური

 

2014 წლიდან კოლეჯი ახორციელებს „პრაქტიკოსი ექთნის მეხუთე საფეხურის“ პროგრამას.

    საგანმანათლებლო დაწესებულება დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური კადრებით,  რომელთა პროფესიონალიზმი  განსაზღვრავს  სწავლების მაღალ ხარისხს და კონკურენტუნარიანი სპეციალისტების აღზრდას.

 

  

 

საზოგადოებრივ კოლეჯ შპს სიო –ს  დირექტორი სალომე სიორდია  აქტიურად   მონაწილეობდა  ქვეყნის მაშტაბით პროფესიული პროგრამებისა და მოდულარული სისტემების  შექმნის პროცესში.  არის „საოპერაციო ექთნისა და ექთანი ანესთეზისტის საქმის ავტორი ასევე   სახელმძღვანელოს  თანაავტორი.