პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა: მასაჟის თერაპია

მიზანი: დანერგოს ისეთი პროფესიული პროგრამა, რომელიც როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო შრომის ბაზრისთვის მოამზადებს კონკურენტუნარიან კადრებს, რომლებიც შეძლებენ, აღიჭურვონ ყველა იმ საჭირო თეორიული ცოდნით და პრაქტიკული უნარ-ჩვევებით, რაც განსაზღვრულია პროფესიის სტანდარტით.
კვალიფიკაციის დონე: V
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება
ასაკი - არანაკლებ 18 წელი
დაფინანსების ტიპი: პროგრამა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ
სწავლის ხანგრძლივობა: 60 კვირა
პროგრამის განხორციელების ადგილი: ქ. ქუთაისი, ი. ჭავჭავაძის 21/ა
მისანიჭებელი კვალიფიკაცია ქართულ და ინგლისურ ენაზე :
- მასაჟის თერაპია / Massage Therapy
- დასაქმების სფერო და შესაძლებლობები
შეუძლია იმუშაოს სარეაბილიტაციო ცენტრებში და კლინიკებში, სადაც პაციენტებს სჭირდება კუნთოვანი ტკივილის შემსუბუქება, ტრავმის შემდეგ აღდგენა ან ქრონიკული პრობლემების მართვა. ასევე მოთხოვნადია სპორტულ სფეროში — ფიტნეს კლუბებსა და სპორტულ გუნდებთან, სადაც სპორტული მასაჟი გამოიყენება დატვირთვის შემდეგ აღდგენისა და ტრავმების პრევენციისთვის.
- მოცულობა და ხანგძლივობა : მასაჟის თერაპიის საგანმანათლებლო პროგრამა ითვალისწინებს 83 კრედიტის რაოდენობის ზოგად და პროფესიულ მოდულებს. სასწავლო პროგრამა გადანაწილებულია 60 კვირაზე.
შიდა რეგისტრაცია: <<< გთხოვთ გადადით ბმულზე >>>