შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმო ,,სიო" შეიქმნა 2001 წელს, მისი დამაარსებელი იყო ექიმი–ენდოსკოპისტი გიორგი(ჟორა) სიორდია.შპს–ს ძირითად საქმიანობას შეადგენდა სამკურნალო–სადიაგნოსტიკო და სასწავლო პროცესების წარმოება.
2002 წელს დაარსდა სამედიცინო კოლეჯი ,,სოლიდარობა“, რომელიც საქმიანობდა საშუალო პროფესიული სამედიცინო სასწავლებლის ლიცენზიით. სასწავლებელი ამზადებდა მედდებს, მეანებსა და ფარმაცევტებს საქართველოს განათლების სამინისტროს სტანდარტებისა და პროგრამების შესაბამისად და გასცემდა სახელმწიფო დიპლომს. დღეს ამ კოლეჯის კურსდამთავრებულები წარმატებით საქმიანობენ თავიანთი სპეციალობის მიხედვით.
2008 წელს სასწავლებელმა მიიღო პროფ ესიული საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზია (ბრძ.# 1179, # 0813126), მიენიჭა სახელწოდება ,,სიო“ და ახორციელებდა სწავლებას სპეციალობებზე: 1) მედდა 2) კბილის ტექნიკი.
2006-2011 წლებში სამედიცინო კოლეჯის ფილიალი ფუნქციონირებდა ქალაქ ფოთში.
საგანმანათლებლო დაწესებულება დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური კადრებით, რომელთა შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ registration.prof.ge პედაგოგების პროფესიონალიზმი განსაზღვრავს სწავლების მაღალ ხარისხს და კონკურენტუნარიანი სპეციალისტების აღზრდას.
საზოგადოებრივ კოლეჯ შპს „სიო“–ს წარმომადგენლობა აქტიურად მონაწილეობენ ქვეყნის მაშტაბით პროფესიული პროგრამებისა და მოდულარული სისტემების შექმნის პროცესში