საზოგადოებრივ კოლეჯ ,,სიო''-ს მიერ განხორციელდა ქ. ქუთაისის N2 და N26 საჯარო სკოლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ,,პროფესიული განათლების განვითარების ხელსეწყობის პროგრამა".
ასოციაცია ჰერა XXI კონფერენციაზე
სკოლის მოსწავლეებში შრომითი უნარების განივთარების ქვეპროგრამა
საზოგადოებრივ კოლეჯმა შპს „სიო“-მ მონაწილეობა მიიღო „სკოლის მოსწავლეებში შრომითი უნარების განივთარების ქვეპროგრამით“ გათვალისწინებულ კონკურსში და გაიმარჯვა.
2017 წლის 11 დეკემბერს დაიწყო „პირველადი გადაუდებელი დახმარების“ შესწავლა ქ. ქუთაისის ი. ოცხელის სახ. მე-2 და 26-ე საჯარო სკოლებში. პროექტში მონაწილეობდნენ მე-8 და მე-9 კლასის 20-20 მოსწავლე თითოეული სკოლიდან.
ფოტომასალა
კურსის მიზანი იყო მოსწავლეებს შექმნოდათ პრაქტიკოსი ექთნის პროფესიაზე ნათელი წარმოდგენა, გაეცნოთ პირველადი გადაუდებელი დახმარების ძირითადი პრინციპები, გამოუმუშავდეთ სხვადასხვა სახის საექთნო პროცედურებისა და მანიპულაციების ჩატარების უნარ-ჩვევები.
ფოტომასალა
კურსის შედეგი: პროგრამის მონაწილეებს შეექმნათ ნათელი წარმოდგენა პრაქტიკოსი ექთნის პროფესიის შესახებ, რაც დაეხმარებათ პიროვნული ზრდასა და პროფესიის სწორად შერჩევაში.