კოლეჯი შპს სიოში პროფესიული მომზადების პროგრამის „შინმოვლის სპეციალისტი“-ს წარდგენა გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ კოლეჯის დირექტორი გიორგი სიორდია, პროგრამის განმახორციელებლები, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს იმერეთის წარმომადგენელი ეკა ლეჟავა და კარიერის დაგეგმვის კონსულტანტი ქეთევან ყაველაშვილი. ქალბატონმა ეკა ლეჟავამ გააცნო დამსწრეთ სააგენტოს მიზანი: მისცეს შესაძლელობა ყველა დაინტერესებულ პირს დასაქმებისა, როგორც საქართვლოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. შეხვედრაზე ისაუბრეს შესრულებულ სამუშაოებსა და მიღწეულ შედეგებზე.
პროფესიული პროგრამა ხელს უწყობს რეგიორში უწყვეტი განათლების შესაძლებლობების გაფართოებას, უზრუნველყოფს პროფესიული უნარების გაძლიერებას, ზრდის კადრების დასაქმების შესაძლებლობებს შესაბამის სფეროში საკუთარ ოჯახებსა თუ სპეციალურ ჰოსპიტლებში.
სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გასაუბრებოდბენ კურსდამთავრებულებს და მიეღოთ უკუკავშირი დასრულებული პროგრამის ფარგლებში.
პროგრამა განხორციელდა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მხარდაჭერით.
10 თებ2023