შპს „სიო“
საგანმანათლებლო პროგრამა
საექთნო საქმე
გაიცემა საერთაშორისოდ აღიარებული სახელმწიფო დიპლომი
„უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია საექთნოსაქმეში/ Higher Vocational Qualification in Nursing.“
აღნიშნული კვალიფიკაცია განათლების საერთაშორისო კლასიფიკატორის (ISCED) მიხედვით განეკუთვნება დეტალურ სფეროს – „საექთნო და სამეანო საქმე“, კოდი 0913, აღმწერი – აღნიშნული კვალიფიკაცია განათლების საერთაშორისო კლასიფიკატორის (ISCED) მიხედვით განეკუთვნება დეტალურ სფეროს - „საექთნო და სამეანო საქმე“, კოდი 0913, აღმწერი - “
„შეისწავლის ავადმყოფი, სნეული ან სპეციალური საჭიროებების მქონე პირების ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფას და ექიმებისა და სხვა სამედიცინო და ჯანდაცვის პერსონალისთვის დახმარების გაწევა სპაციენტების დიაგნოზის დასმისა და მკურნალობის დროს.
საექთნო საქმის კვალიფიკაცია ფოკუსირებულია ავადმყოფობისა და რეაბილიტაციის დროს პაციენტების ჯანმრთელობის შენაჩუნებასა და მოვლაზე. ის მოიცავს მოხუცების და ასევე სპეციალური საჭიროებების მქონე ადამიანების ჯანდაცვას. სამეანო საქმე შეისწავლის ქალის მოვლას (ჯანმრთელობის დაცვას) ორსულობის, მშობიარობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდში. ის ასევე მოიცავს ჩვილის მოვლასა და დახმარებას მეძუძური დედებისთვის.”
3.მიზანი
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, უზრუნველყოს ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანი, ზოგად მოვლაზე პასუხისმგებელი ექთანი.
4.დაშვების წინაპირობა
სრული ზოგადი განათლება
5.დასაქმების სფერო და შესაძლებლობები
საექთნო საქმეში კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს ჯანდაცვის სფეროში, სხვადასხვა პროფილის სამედიცინო დაწესებულებებში, შინმოვლის სფეროში, სხვა ტიპის ორგანიზაციებში, რომლებიც საჭიროებს საექთნო მომსახურებას.
6.სწავლის შედეგები
კურსდამთვრებულს შეუძლია:
- შეაფასოს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა
- განახორციელოს თერაპიული პაციენტის საექთნო მართვა
- განახორციელოს ქირურგიული პაციენტის საექთნო მართვა
- განახორციელოს გადაუდებელი პაციენტის საექთნო მართვა
- განახორციელოს კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტის საექთნო მართვა
- განახორციელოს პერიოპერაციული პაციენტის საექთნო მართვა
- განახორციელოს სამეანო და გინეკოლოგიური პაციენტის საექთნო მართვა
- განახორციელოს პედიატრიული პაციენტის საექთნო მართვა
- განახორციელოს და უზრუნველყოს შინმოვლის მომსახურების გაწევა
- განახორციელოს და უზრუნველყოს გერიატრიული პაციენტის საექთნო მართვა
- დაგეგმოს და განახორციელოს საკუთარი პრაქტიკისა და მოვლის ხარისხის შეფასება.
თეორიული სწავლება იწარმოებს შპს სიო-ს ,თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილ მატერიალურ ტექნიკურ ბაზაზე (მულტიფუნქციური მანეკენები და სხვადასხვა სიმულატორები), სადაც თეორიულისწავლება გადაზრდილია პრაქტიკული უნარების გამომუშავებაში, რაც გარანტიაა იმისა რომ ჩვენიკურსდამთავრებულები იქნებიან მაღალი კვალიფიციკაციის სპეციალისტები, რაც ობიექტურად გაზრდის მათი შემდგომი დასაქმების შესაძლებლობას.
ასევე პარტნიორ ორგანიზაციებთან შესაძლებელია როგორც თეორიული ასევე პრაქტიკული უნარ ჩვევების ათვისება რაც მნიშვნელოვნად ზრდის ჩვენ კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელს