მოკლევადიანი მომზადების პროგრამის „შინმოვლის სპეციალისტი“ს მსმენელთა
გამოკითხვის ანალიზი
კოლეჯ სიოში იანვრის თვეში მოკლევადიანი მომხადების პროგრამის „შინმოვლის სპეციალისტი“ს სწავლის პროცესში ჩატარდა მსმენელთა გამოკითხვა. მონაწილეობა მიიღო მიმდინარე ჯგუფის 12 მსმენელმა.
გამოკითხულთა 89,5 %-მა მომზადების პროგრამის შესახებ ინფორმაცია მიიღეს პროფესიული მასწავლებლების მიერ სასწავლო კურსის დაწყებისთანავე, ხოლო 10,5%ის შემთხვევაში ინფორმაცია ცნობადი იქნა სწავლის პრიცესში.
თითქმის ყველა მსმენელთათვის განმახორციელებელ პირთა კომპეტენცია დამაკმაყოფილებელია, რადგან თემას ხსნიან მათთვის გასაგებად და საჭიროების შემთხვევაში ინდივიდუალური კონსილტაციების შესაძლებლობაც ყველა მსმენელისათვის თნაბრად ერთნაირია. ადმინისტრაციული პერსონალის მომსახურება დასჭირებია უმეტესობას და შეაფასეს დადებითად.
მსმენელების უმეტესობა იყენებს საჭირო ინფორმაციისათვის იყენებს კოლეჯის ვებ გვერდსა და facebook-ს.
აღნიშნავენ კარგ დამოკიდებულებას და პროფესიონალიზმის მაღალ დონეს როგორც პედაგოგებისაგან ასევე ადმინისტრაციისაგან, განსაკუთრებით აღნიშნავენ გუნდური მუშაობის უნარჩვევების გამომუშავებას. დიდი მოლოდინები აქვთ მიღებული ცოდნა გამოიყენონ პრაქტიკაში. რისი მაგალითებიც აქვთ.