ოთხშაბათი, 27 დეკემბერი 2017 14:06

ჩვენს შესახებ

2023 წელს -პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 18/04/2023 (MES 6 23 0000425898) გადაწყვეტილების საფუძველზე შპს „სიო“-ს 6 წლის ვადით მიენიჭა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების/კოლეჯის სტატუსი

შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმო  ,,სიო" შეიქმნა 2001 წელს, მისი დამაარსებელი იყო ექიმი–ენდოსკოპისტი გიორგი(ჟორა) სიორდია.შპს–ს ძირითად საქმიანობას შეადგენდა სამკურნალო–სადიაგნოსტიკო და სასწავლო პროცესების წარმოება.

2002 წელს დაარსდა სამედიცინო კოლეჯი ,,სოლიდარობა“, რომელიც  საქმიანობდა საშუალო პროფესიული სამედიცინო სასწავლებლის ლიცენზიით. სასწავლებელი ამზადებდა მედდებს, მეანებსა და ფარმაცევტებს საქართველოს განათლების სამინისტროს  სტანდარტებისა და პროგრამების შესაბამისად და გასცემდა სახელმწიფო დიპლომს. დღეს ამ კოლეჯის კურსდამთავრებულები წარმატებით საქმიანობენ  თავიანთი სპეციალობის მიხედვით. 

2008 წელს სასწავლებელმა მიიღო პროფ ესიული საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზია (ბრძ.# 1179, # 0813126), მიენიჭა სახელწოდება ,,სიო“ და ახორციელებდა სწავლებას სპეციალობებზე: 1) მედდა  2) კბილის ტექნიკი.

2006-2011 წლებში სამედიცინო კოლეჯის ფილიალი ფუნქციონირებდა ქალაქ ფოთში.

საგანმანათლებლო დაწესებულება დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური კადრებით,  რომელთა შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია  შეგიძლიათ იხილოთ  registration.prof.ge პედაგოგების  პროფესიონალიზმი  განსაზღვრავს  სწავლების მაღალ ხარისხს და კონკურენტუნარიანი სპეციალისტების აღზრდას.

საზოგადოებრივ კოლეჯ შპს „სიო“–ს წარმომადგენლობა აქტიურად მონაწილეობენ ქვეყნის მაშტაბით პროფესიული პროგრამებისა და მოდულარული სისტემების  შექმნის პროცესში

2017 წლის 28 აპრილს საზოგადოებრივ კოლეჯმა „სიო“-მ გაიარა ავტორიზაცია და მიიღო სახელმწიფო ლიცენზია. 

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება N 08 . 2017 წ. 22.04

2017 წლის 5 დეკემბერს სამედიცინო კოლეჯ „სიო“-ში ჩატარდა დემონსტრირებული კონფერენცია თემაზე „კვება და ჯანმრთელობა“ 

 

 ბაზრის მარკეტინგული კვლევის შედეგები

 განხორციელდა აბიტურიენტთა და მათი მშობლების საჭიროებების კვლევა, რომელშიც მოხდა პროფესიული განათლების სასწავლებლების მიერ მიწოდებული სერვისების შეფასება. სულ გამოიკითხა 800 მოქალაქე, იმერეთის მხარეში მცხოვრები მოქალაქეები და მათი მშობლები.

 

SWOT - ანალიზი

 ძლიერი მხარეები სუსტი მხარეები
  •  მჭიდრო კავშირი ქალაქში მოქმედ სამედიცინო დაწესებულებებთან
  • სათანადო უზრუნველყოფა მატერიალურ ტექნიკური ბაზით
  • დასაქმებულთა მაღალი მაჩვენებელი კურსდამთავრებულთა შორის
  • ლიდერის პროფესიული პოზიციები ბაზარზე
  • მუშაობის დიდი გამოცდილება და კვალიფიციური კადრები
  •  ტექნიკურ საგანმანათლებლო ბაზრის სტაგნირება უკანასკნელ წლებში
  • ტექნიკური განათლების დაბალი პრესტიჟი
  • შემოსავლების შემეცირების მყარი ტენდენცია
  • მზარდი კონკურენცია ბაზარზე
 შესაძლებლობები
საფრთხეები
  •  სახელმწიფო პოლიტიკის ცვლილება
  •  უმაღლესი განათლების ღირებულების ზრდა
  • ახალი სპეციალობების შეთავაზება
  • ცნობადობის გაზრდა მომხმარებლებში
  •  ლიდერის პოზიციების დაკარგვა
  • ახალი რეგულაციების შემოღება, რომელიც ხელს უშლის ბიზნესის ზრდას
  • ახალი მძლავრი კონკურენტების შემოსვლა ბაზარზე