
კოლეჯში ჩატარდა პრაქტიკული ვორქშოპი თემაზე CV-ის სწორად შედგენა, რომელიც სტუდენტებისთვის განსაკუთრებით საინტერესო და სასარგებლო აღმოჩნდა.

შეხვედრა გაიმართა ინგლისურ–ქართულ ფორმატში, ამერიკელი სტუმრის, მერი დენიელსონისა და კოლეჯის თანამშრომლის, ნათია ჭოლაძის, მონაწილეობით.


ვორქშოპის ფარგლებში განვიხილეთ:
• როგორ უნდა შევადგინოთ ეფექტური სივი
• რა ძირითადი განსხვავებებია ქართულ და ამერიკულ CV-ებს შორის
• რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს თანამედროვე სივი
• რა ტიპის ინფორმაციას უნდა მოიცავდეს და რას უნდა მოვერიდოთ
შეხვედრას ესწრებოდნენ კოლეჯის სტუდენტები, გაიმართა საინტერესო დისკუსია და პრაქტიკული მაგალითების განხილვა.
მადლობას ვუხდით ამერიკელ სტუმარს , გამოცდილების გაზიარებისთვის და სტუდენტებს – აქტიური ჩართულობისთვის.