შპს „სიო“ - ში დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსთან თანამშრომლობით წარმატებით განხორციელდა მოკლევადიანი გადამზადების პროგრამა - „სააღმზრდელო პროცესის წარმართვა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში“. კურსის მიმდინარეობისას მსმენელებმა გაიარეს სააღმზრდელო პროცესის სწორად და ეფექტურად წარმართვისათვის მნიშვნელოვანი საკითხები და პირველადი გადაუდებელი დახმარების მანიპულაციები.
პროგრამის დასრულბის შემდეგ მსმენელებს გადაეცა ორენოვანი სახელმწიფო სერთიფიკატი.