2024 წლის 5 თებერვალს, საზოგადოებრივ კოლეჯ „სიო“-ში ჩატარდა მორიგი სტუდენტთა სამედიცინო კონფერენცია.
კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით გახსნა კოლეჯის დირექტორმა გიორგი სიორდიამ. მოდული „ანატომია ფიზიოლოგის“ ფარგლებში სტუდენტებმა წარმოადგინეს საინტერესო თემები, რომლებიც დატვირთული იყო საჭირო და მრავალფეროვანი ინფორმაციებით. კონფერენცია მომზადდა პროფესიული მასწავლებლების: ლარისა გიორხელიძისა და ლალი არველაძის ხელმძღვანელობით.