შპს სიო-ს ესტუმრა: საქართველოს სახალხო მწერალი - თეიმურაზ ლანჩავა,
- „საქართველოს სახალხო მწერალი
- ხელოვნების ქურუმი
- კულტურის რაინდი
- ღირსებისა და ბრწყინვალების ორდენების კავალერი
- ქართული კულტურის დესპანი
- ქუთაისის საპატიო მოქალაქე
- დაჯილდოებულია დავით აღმაშენებლისა და ალექსანდრე პუშკინის ოქროს მედალებით და
- იმედის ვარსკვლავით
არის ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ვაჟა-ფშაველას, გალაკტიონ ტაბიძის, გიორგი ლეონიძის, დავით კლდიაშვილის, ნიკო ნიკოლაძის, აბუსერიძე ტბელის, მემედ აბაშიძის, მუხრან მაჭავარიანის სახელობის პრემიების ლაურეატი, არის საქართველოს მწერალთა კავშირის იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე, მწერალთა, ხელოვანთა და მეცნიერთა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი. საზოგადოება „ქუთაისელის“ თავმჯდომარე, ჟურნალ „მერმისისა“ და გაზეთის „უქიმერიონის“ დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი, ქრისტიანული პოეზიის მეთორმეტე ფესტივალზე დაჯილდოვდა ფესტივალის მთავარი პრიზით „წმინდა ნინოს ჯვარი“.
საპატიო სტუმარს თანმხლებ მეგობრებთან ერთად მასპინძლობდა შპს „სიო“-ს სამედიცინო კოლეჯის მკითხველთა ჯგუფი, სტუდენტები, პროფესიული მასწავლებლები და ექიმები პარტნიორი ორგანიზაციიდან (ჯეო-ჯამრთელობის ეროვნული ცენტრი), კოლეჯში მოწვეული სპეციალისტი - გერმანიიდან- სალომე სიორდია, შეხვედრის ინიციატორი - მეგი არველაძე.
შეხვეედრას საფუძვლად დაედო ბიბლიოთეკისათვის მწერლის მიერ საჩუქრად გადმოცემული ორტომეული, რომელიც ინტერესით გაიცნეს სტუდენტებმა და გამოთქვეს სურვილი შეხვედროდნენ ცოცხალ მწერალს. სურვლი სიამოვნებით აიტაცა კოლეჯის დამფუძნებელმა და ამჟამად ბიბლიოთეკის გამგის მოვალეობის შემსრულებელმა ციცინო ნემსიწვერიძემ.
მწერლის საინტერესო მოთხრობები და ლექსები დიდხანს იყო განხილვის საგანი.