7 აპრილს კოლეჯში შედგა სამუშაო შეხვედრა კოლეჯის სტუდენტებსა და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC ) წარმომადგენლებს შორის. შეხვედრა მიზნად ისახავდა დასაქმების ხელშეწყობისათვის საჭირო უნარების გამომუშავებას.
დასაქმების პროექტის კონსულტანტებმა პროექტის ფარგლებში კოლეჯის სტუდენტებისთვის კარიერული ორიენტაციის ტრენინგი გამართეს. ტრენინგი მიზნად ისახავდა მსმენელებისთვის და შემდგომში პოტენციური სამუშაოს მაძიებლებისთვის სასურველი სამსახურის მოძიების ხელშეწყობის მიზნით ეფექტური cv–ის , მოტივაციის წერილისა და გასაუბრების ტექნიკებზე პრაქტიკული რეკომენდაციების გაზიარებას.