შპს „სიო“ წლების განმავლობაში ახორციელებდა მომზადება/გადამზადების სახელმწიფო პროგრამებს, აღნიშნულმა გამოცდილებამ, კურსდამთავრებულთა მაღალმა შედეგმა და დასაქმების კარგმა მაჩვენებელმა განაპირობა დიდი მომართვიანობა აღნიშნული პროგრამის განხორციელებაზე. ეს გამოხატული იყო ხშირი სატელეფონო საუბრებით როგორც კლინიკებიდან , ასევე ჯანდაცვის სამინისტროდან, რომლებიც ითხოვდნენ კურსდამთავრებულებს აღნიშნული პროგრამის გავლის შემდეგ.
უშუალოდ შინმოვლის სპეციალისტის მოთხოვნილება განსაკუთრებით გაიზარდა აღნიშნული პანდემიის პერიოდში, წარმოდგენილი პროგრამა ასევე ითვალისწინებს კოვიდ 19 სიმპტომების მქომე პაციენტთა შინ იზოლაციას და მათი მოვლის მეთოდებს, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს პროცესის გართულების თავიდან აცილებას.
ამას დაემატა ჩვენი სასწავლებლის სპეციალისტის გერმანული გამოცდილება აღნიშნულ სფეროში, რომელიც პერიოდულად ატარებს სპეციალურ ტრეინინგებს სამედიცინო კოლეჯის პერსონალისათვის.
დღევანდელი არასტაბილური სამედიცინო კოვიდსატატისტიკის პირობებში, როცა ინფიცირების კოეფიციენტი დღითიდღე იმატებს ზუსტი ანალიზის ციფრებთან დაკავშირება ვერ მოხერხდება. თუმცა გამოკითხულთა აბსოლიტური უმრავლესობა (გამოკითხვა მომდინარეობს ერთი თვის მანძილზე, პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მიმნიჭებელი საბჭოს სხდომის შემდეგ) მოითხოვს შინმოვლის უნარების მცოდნე კვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას :
- მწოლიარე პაციენტის მდგომარრეობის გასაუმჯობესებლად
2.პოსტკოვიდური პაციენტის მოსავლელად
- ჰიგიენის პრევენციისაათვის კოვიდით ინფიცირებისაგან.
- შინმოვლის სპეციალისტი ესაჭროება ყველა პოსტსტაციონალირ პაციენტს.
რესპოდენტებს დაესვათ შემდეგი შეიკითხვები:
- რამდენად მნიშვნელოვანია შინმოვლის სპეციალობის სწავლება დღევანდელ ვითარებაში?
- არის თუ არა საჭირო ავადმყოფის მოვლისათვის შინმმოვლის სპეციალისტი ?
3.დამდგარა თუ არა თქვენთვის პროფესიონალი შინმოვლის სპეციალისტის საჭიროება ?
გაცემული პასუხების შედეგად აგებულ იქნა გრაფიკული დიაგრამები, რომლებიც კიდევ უფრო ხილულს ხდის შინმოვლის სპეციალისტის სწავლების აუცილებლობას. იხილეთ დიაგრამები:
აღსანიშნავია, რომ შინმოვლის სპეციალისტის ერთი თვის ღირებულება ნაკლებია, ვიდრე სტაციონარის ერთი დღის საფასურისა.
მიმდინარე ფორსმაჟორული სიტუაციის ფონზე ყველა მწოლიარე პაციენტი რჩება მომვლელის მათვალყურეობის გარეშე.
ახლად გახსნილი საველე ჰოსპიტლები განიცდიან სამედიცინო პერსონალის
დეფიციტს და იძულებულნი არიან დაასაქმონ დილეტანტი ადამიანებიც კი,რაც იწვევს სამედიცინო კოლაფსს. ამის სტატისტიკას ყოველდღიურად ვხვდებით ტელევიზიით და სოციალური ქსელით.
რეგიონის ოფიციალურიკვლევის შედეგები
რეგიონში მოქმედებს 28 საავადმყოფო, რომელიც აღჭურვილია 1700–მდე საწოლით და დასაქმებულია 4500–მდე სამედიცინო პერსონალი. კლინიკებში არსებული სტანდარტით გათვალისწინებული საწოლების რაოდენობა არ შეესაბამება იმერეთის მოსახლეობის რაოდენობას. მაჩვენებელი ჩამოუვარდება, როგორც ევროპის ქვეყნების, ისე საქართველოს მაჩვენებლებს. 2013 წელს საქართველოში საავადმყოფო საწოლების რაოდენობა 11.6 ათასს შეადგენდა, სადაც დასაქმებული იყო 22.4 ათასი ექიმი და 15.5 ათასი საშუალო სამედიცინო პერსონალი. ევროკავშირის ქვეყნებისთვის მაჩვენებელი 100 ათას მოსახლეზე 611 საწოლ ერთეულს შეადგენს, ხოლო 100 ათას მოსახლეზე მოდის 475 ექიმი და 779 საშუალო სამედიცინო პერსონალი
იმერეთში არსებული კლინიკების 21% არის სახელმწიფო საკუთრებაში, რომელთა მდგომარეობა მართალია განსხვავებულია მუნიციპალიტეტების მიხედვით, თუმცა საერთო ჯამში მაინც არადამაკმაყოფილებელია.
ამიტომ გამოიკვეთა საჭიროება პროფესიული სწავლისა და კვალიფიკაციის ამაღლების ,ასევე მომზადება/გადამზადების ცენტრების შექმნის.
რეგიონში ასევე, მოქმედებს 19 პოლიკლინიკა და 152 ამბულატორია, რომელთა უმეტესობა სარეაბილიტაციოა. ამასთან, კადრების დეფიციტთან ერთად აშკარაა არსებული სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების აუცილებლობა.
ასევე შემუშავებულია იმერეთის რეგიონული განვითარების სტრატეგია (2014-21წწ) იმერეთის სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს მიერ, სადაც წარმოდგენილი იყვნენ ყველა თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლები. აგრეთვე მონაწილეობა მიიღეს ექსპერტებმა, სამოქალაქო სექტორისა და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებმა.
რეგიონის სტრატეგიის ჩამოყალიბებისას დიაგნოსტიკური და ფაქტორული ანალიზის, გამოვლენილი გამოწვევებისა და არსებული პოტენციალის საფუძველზე განისაზღვრა იმერეთის რეგიონის განვითარების ხედვა 2021 წლისათვის, რომლის მიხედვითაც რეგიონი იქნება ადგილი: სადაც უკეთესი პირობებია შექმნილი მათთვის ვინც ცხოვრობს, მუშაობს, სწავლობს, ეწევა ბიზნესს ან სტუმრად იმყოფება იმერეთის რეგიონში;
პრიორიტეტულ სასწავლო პროგრამად განისაზღვრება პროფესია, რომელიც მოთხოვნადია მთლიანად ქვეყნისა თუ რეგიონულ შრომის ბაზარზე. შესაბამისად, პრიორიტეტული პროგრამების ნუსხა განსხვავებულია რეგიონების მიხედვით. თუმცა, კვლევებიზე დაყრდნობითაც არ არის საკმარისი და სანდო ინფორმაცია ბაზარზე არსებული მოთხოვნების შესახებ. ამის მიზეზი არის ის, რომ აღნიშნულ პერიოდში არ განხორციელებულა საკმარისი კვლევები შრომის ბაზრის საფუძვლიანად შესწავლის მიზნით.
საერთო დასკვნა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დადებულ სტატისტიკური ანალიზის დასკვნაში მითითებულია, რომ იგეგმება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობის მიზნით კერძო სექტორის აქტიური ჩართულობა პროფესიული განათლების სასწავლო პროგრამების შემუშავების პროცესში, რაც დადებითად იმოქმედებს შრომის ბაზრის საკვალიფიკაციო მოთხოვნებზე და გაზრდის პროფესიული განათლების მქონე მოქალაქეების დასაქმების მაჩვენებელს.
ყოველივე მეტყველებს, რომ საჭიროა გაიზარდოს კომუნიკაცია კერძო სექტორთან, რათა ბიზნესმა რეალურად გააცნობიეროს ურთიერთანამშრომლობიდან მიღებული სარგებელი და მისი მნიშვნელობა; შეიქმნას თანამშრომლობის წარმატებული მაგალითები; რათა ბიზნესი აქტიურად მონაწილეობდეს სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების, პროფესიული სტანდარტების შემუშავებისა და ზოგადად პროფესიული განათლების განვითარების პროცესში.
ამ ბოლო დროს გაიზარდა საზღვარგარეთის დაინტერესება შინმოვლისა და ავადმოვლის სპეციალისტებზე.კერძოდ, ჯანდაცვის სამინისტრო ითხოვს უშუალოდ ამ მიმართულებების სერტიფიცირებულ პერსონალს.კოლეჯი „სიო“ს გამოცდილება უფლებას გვაძლევს განვახორციელოთ მოკლევადიანი პროგრამები შინმოვლის, ავადმოვლისა და პირველადი გადაუდებელი დახმარების სპეციალისტების მოსამზადებლად.