საზოგადოებრივ კოლეჯმა შპს „სიო“-მ მონაწილეობა მიიღო „სკოლის მოსწავლეებში შრომითი უნარების განივთარების ქვეპროგრამით“ გათვალისწინებულ კონკურსში და გაიმარჯვა.
2017 წლის 11 დეკემბერს დაიწყო „პირველადი გადაუდებელი დახმარების“ შესწავლა ქ. ქუთაისის ი. ოცხელის სახ. მე-2 და 26-ე საჯარო სკოლებში. პროექტში მონაწილეობდნენ მე-8 და მე-9 კლასის 20-20 მოსწავლე თითოეული სკოლიდან.
ფოტომასალა
კურსის მიზანი იყო მოსწავლეებს შექმნოდათ პრაქტიკოსი ექთნის პროფესიაზე ნათელი წარმოდგენა, გაეცნოთ პირველადი გადაუდებელი დახმარების ძირითადი პრინციპები, გამოუმუშავდეთ სხვადასხვა სახის საექთნო პროცედურებისა და მანიპულაციების ჩატარების უნარ-ჩვევები.
ფოტომასალა
კურსის შედეგი: პროგრამის მონაწილეებს შეექმნათ ნათელი წარმოდგენა პრაქტიკოსი ექთნის პროფესიის შესახებ, რაც დაეხმარებათ პიროვნული ზრდასა და პროფესიის სწორად შერჩევაში.