
კვალიფიკაცია: საშუალო პროფესიული კვალიფიკაცია ადმინისტრაციულ სერვისებში; Secondary Vocational Qualification in Administrative Services
პროგრამის განხორციელების ადგილი: ქ. ქუთაისი, ი. ჭავჭავაძის 21ა
სწავლის ხანგრძლივობა: 18 თვე;
სწავლის წინაპირობა: პროგრამაზე სწავლის უფლება აქვთ მინიმუმ სრული განათლების (12 კლასი) მქონე ნებისმიერი ასაკის პირებს.
სწავლის საფასური: თვითდაფინანსებით;
პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში, სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციებში, დაწესებულებებსა და კომპანიებში ადმინისტრაციული საქმიანობის მიმართულებით. კურსდამთავრებულს შეეძლება ორგანიზაციის ყოველდღიური ადმინისტრაციული პროცესების მხარდაჭერა, დოკუმენტაციის წარმოება და მართვა, კორესპონდენციის დამუშავება, შეხვედრებისა და ღონისძიებების ორგანიზებაში მონაწილეობა, ინფორმაციის ეფექტურად მართვა და თანამშრომლებთან, მომხმარებლებთან თუ სხვა დაინტერესებულ პირებთან პროფესიული კომუნიკაცია.
ასევე, მიღებული ცოდნა და პრაქტიკული უნარები კურსდამთავრებულს შესაძლებლობას მისცემს იმუშაოს ადმინისტრაციულ ასისტენტად, ოფისის ადმინისტრატორად, საქმისმწარმოებლად ან შესაბამისი პროფილის სხვა პოზიციაზე, როგორც დამოუკიდებლად, ასევე ორგანიზაციის ადმინისტრაციული გუნდის შემადგენლობაში.
შიდა რეგისტრაცია: <<< გთხოვთ გადადით ბმულზე >>>