23 მარტს შედგა სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა. სხდომას სრული შემადგენლობით ესწრებოდნენ ჯგუფის წევრები.





23 მარტს შედგა სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა. სხდომას სრული შემადგენლობით ესწრებოდნენ ჯგუფის წევრები.





2023 წლის 28 მარტს შპს „სიო“- ში გაიმართა სტუდენტთა მოხსენება მოდულში “დოზირების პრინციპები საექთნო საქმეში”
წარდგენილი იყო საპრეზენტაციო თემები ;
დოზირება
წამლის ფორმები და მოქმედება.
პრეპარატის აეყვანის გზები.
პრეპარატის დოზირება და ჯერადობა.
პარენტერალური გზა- საინექციო საშუალებები.



9 თებერვალს შპს სიო-ში დასრულდა პროფესიული გადამზადების კურსის "შინმოვლის სპეციალისტის " კიდევ ერთი ნაკადის მსმენელთა სასწავლო პროცესი. ყველა მსმენელმა წარმატებით ჩააბარა გამოცდა როგორც პრაქტიკულ, ასევე თეორიულ ნაწილში.
2023 წლის 21 თებერვალს, კოლეჯ შპს სიო-ს დირექტორი გიორგი სიორდია ქუთაისში, სასტუმროში „ქუთაისი ინნ“, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) ორგანიზებით, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ისწავლე დასაქმებისთვის“ ფარგლებში თემატური შეხვედრას დაესწრო.
თემატური შეხვედრა: სექტორთა შორის თანამშრომლობის მნიშვნელობა განათლებისა და დასაქმებისათვის აქტუალურია მოცემულ სიტუაციაში.


კოლეჯი შპს სიოში პროფესიული მომზადების პროგრამის „შინმოვლის სპეციალისტი“-ს წარდგენა გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ კოლეჯის დირექტორი გიორგი სიორდია, პროგრამის განმახორციელებლები, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს იმერეთის წარმომადგენელი ეკა ლეჟავა და კარიერის დაგეგმვის კონსულტანტი ქეთევან ყაველაშვილი. ქალბატონმა ეკა ლეჟავამ გააცნო დამსწრეთ სააგენტოს მიზანი: მისცეს შესაძლელობა ყველა დაინტერესებულ პირს დასაქმებისა, როგორც საქართვლოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. შეხვედრაზე ისაუბრეს შესრულებულ სამუშაოებსა და მიღწეულ შედეგებზე.
პროფესიული პროგრამა ხელს უწყობს რეგიორში უწყვეტი განათლების შესაძლებლობების გაფართოებას, უზრუნველყოფს პროფესიული უნარების გაძლიერებას, ზრდის კადრების დასაქმების შესაძლებლობებს შესაბამის სფეროში საკუთარ ოჯახებსა თუ სპეციალურ ჰოსპიტლებში.
სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გასაუბრებოდბენ კურსდამთავრებულებს და მიეღოთ უკუკავშირი დასრულებული პროგრამის ფარგლებში.
პროგრამა განხორციელდა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მხარდაჭერით.
![]()
