მიმდინარე წლის 11 სექტემბერს, შპს „სიო“-ს უსაფრთხოების მენეჯერმა სტუდენტებს ჩაუტარა ინსტრუქტაჟი საგანგებო სიტუაციებში მოქმედებების შესახებ. ინსტრუქტაჟისას გარდა თეორიული ინფორმაციისა, სტუდენტებს ასევე საშუალება ჰქონდათ პრაქტიკულად გაცნობოდნენ ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების მუშაობის პრინციპებსა და საევაკუაციო გეგმას.

371954957 1301041337186263 8845645595380404097 n374993514 619897996696039 8404902867280370900 n375019730 686906289962986 9192807255311096753 n376518422 1264280914253329 8969181896467829719 n

მიმდინარე წლის 8 სექტემბერს, შპს „სიო“-ში გაიმართა კურსდამთავრებულთათვის დიპლომების გადაცემის ცერემონიალი

1 11 21 31 4

4 აგვისტოს, შპს „სიო“-ში გაიმართა მოკლევადიანი მომზადების პროგრამის, „შინმოვლის სპეციალისტი“-ს მეექვსე ნაკადის კურსდამთავრებულთა სერთიფიკატის გადაცემის ცერემონია. ღონისძიებას ესწრებოდნენ კოლეჯის პერსონალი და დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს ქუთაისის სერვისცენტრის წარმომადგენლები.

შპს „სიო“-ს დირექტორმა, ბატონმა გიორგი სიორდიამ, წარმატებული თანამშრომლობის აღსანიშნავად  მადლობის სიგელი გადასცა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს იმერეთის სერვისცენტრს და გამოთქვა მზაობა შემდგომი წარმატებული თანამშრომლობისათვის.

11warmatebuli tanamshromloba222

24 ივლისიდან 28 ივლისის ჩათვლით შპს „სიო“-ში გაიმართა სტუდენტთა საკვალიფიკაციო გამოცდა. 

გამოცდა მიმდინარეობდა ორ ეტაპად: 24-25-26 ივლისს პრაქტიკული გამოცდა, ხოლო 27-28 ივლისს თეორიული გამოცდა.

ნიუსის პსდ

Continue Reading

შპს სიო-ს ესტუმრა: საქართველოს სახალხო მწერალი - თეიმურაზ ლანჩავა,

  •   „საქართველოს სახალხო მწერალი
  •   ხელოვნების ქურუმი
  •   კულტურის რაინდი
  •   ღირსებისა და ბრწყინვალების ორდენების კავალერი
  •   ქართული კულტურის დესპანი
  •   ქუთაისის  საპატიო მოქალაქე
  •   დაჯილდოებულია დავით აღმაშენებლისა და ალექსანდრე პუშკინის ოქროს მედალებით და
  •   იმედის ვარსკვლავით

არის ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ვაჟა-ფშაველას, გალაკტიონ ტაბიძის, გიორგი   ლეონიძის, დავით კლდიაშვილის, ნიკო ნიკოლაძის, აბუსერიძე ტბელის, მემედ აბაშიძის, მუხრან მაჭავარიანის სახელობის პრემიების ლაურეატი, არის საქართველოს მწერალთა კავშირის იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე, მწერალთა, ხელოვანთა და მეცნიერთა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი. საზოგადოება „ქუთაისელის“ თავმჯდომარე, ჟურნალ „მერმისისა“ და გაზეთის „უქიმერიონის“ დამფუძნებელი და მთავარი  რედაქტორი, ქრისტიანული პოეზიის მეთორმეტე ფესტივალზე დაჯილდოვდა ფესტივალის მთავარი პრიზით „წმინდა ნინოს ჯვარი“.

  საპატიო სტუმარს თანმხლებ მეგობრებთან ერთად მასპინძლობდა შპს „სიო“-ს სამედიცინო კოლეჯის მკითხველთა ჯგუფი, სტუდენტები, პროფესიული მასწავლებლები და ექიმები პარტნიორი ორგანიზაციიდან (ჯეო-ჯამრთელობის ეროვნული ცენტრი),  კოლეჯში მოწვეული სპეციალისტი - გერმანიიდან- სალომე სიორდია, შეხვედრის ინიციატორი - მეგი არველაძე.

              შეხვეედრას საფუძვლად დაედო ბიბლიოთეკისათვის მწერლის მიერ საჩუქრად გადმოცემული  ორტომეული, რომელიც ინტერესით გაიცნეს სტუდენტებმა და გამოთქვეს სურვილი შეხვედროდნენ ცოცხალ მწერალს. სურვლი სიამოვნებით აიტაცა კოლეჯის დამფუძნებელმა და ამჟამად ბიბლიოთეკის გამგის მოვალეობის შემსრულებელმა ციცინო ნემსიწვერიძემ. 

მწერლის საინტერესო მოთხრობები  და ლექსები  დიდხანს იყო განხილვის საგანი.

1

Continue Reading