🩺🚑 კოლეჯ „სიოში“ წარმატებით გაიმართა პირველადი დახმარებისა და უსაფრთხოების პროგრამის მასტერკლასი 🎉
მასტერკლასის ფარგლებში მონაწილეებმა შეიძინეს მნიშვნელოვანი თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარები, რომლებიც აუცილებელია საგანგებო სიტუაციებში სწორი და დროული რეაგირებისთვის. ⛑️
🎓 პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ თითოეულ მონაწილეს გადაეცათ სერტიფიკატები
👏 გულითად მადლობას ვუხდით ყველა მონაწილეს ჩართულობისა და ინტერესისთვის. გვიხარია, რომ ერთად ვზრუნავთ უსაფრთხოების კულტურის განვითარებასა და პროფესიული ცოდნის გაღრმავებაზე.
💙 კოლეჯი „სიო“ მომავალშიც განაგრძობს მსგავსი საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზებას, რათა კიდევ უფრო მეტ ადამიანს მისცეს შესაძლებლობა, შეიძინოს პრაქტიკული და რეალურ ცხოვრებაში გამოსადეგი უნარები.
730640228 1634100608724038 3536207015288372863 n731391151 1634102635390502 3870536581014587920 n731727077 1634102775390488 7891750441712153308 n731808121 1634102672057165 122833516045908714 n
იწყება რეგისტრაცია "SPA თერაპისტის"სასერტიფიკატო პროგრამაზე❕❗
პროგრამის ხანგრძლივობა: 3 თვე 📆
სასერტიფიკატო კურსი სრულად ფინანსდება დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიერ !!!
პროგრამის ფარგლებში შეისწავლით:
🔵მასაჟის განვითარების ისტორიას, არსსა და ადამიანის ორგანიზმზე ზემოქმედების მექანიზმებს;
🔵მასაჟის სახეების კლასიფიკაციას;
🔵პაციენტისა და კლიენტისთვის პროფესიული რეკომენდაციების გაცემას;
🔵სამკურნალო კურსის დაგეგმვას აღდგენითი თერაპიის სხვა მეთოდებთან კომბინაციაში;
🔵სარელაქსაციო მასაჟის ტექნიკებსა და პრაქტიკულ უნარებს.
🏫 პროგრამის დასრულების შემდეგ გაიცემა სახელმწიფო სერტიფიკატი!
პროგრამა ხორციელდება კოლეჯი „სიო“-სა და წყალტუბოს ბალნეოლოგიური კურორტის ბაზაზე
WhatsApp Image 2026 06 22 at 14.08.48

„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ და „უმაღლესი განათლების შესახებ“  საქართველოს კანონებში 2024 წელს განხორციელებული ვცლილებების თანახმად ექთნის და მეან-ექთნის სპეციალობები განისაზღვრა რეგულირებად პროფესიებად და ექვემდებარება სახელმწიფო სერტიფიცირებას. აქედან გამომდინარე : 

2026 წლის 26 იანვრიდან ამოქმედდა ექთნებისა და მეან-ექთნების ერთიანი ელექტრონული რეესტრი. 

2027 წლის 1 ივლისიდან საექთნო საქმიანობა შესაბამისი რეგისტრაციის გარეშე იკრძალება.

რეგისტრაცია სავალდებულოა ვებ-გვერდზე: https://nursecertification.moh.gov.ge/

საქმიანობის კანონიერი უფლება 2027 წლის 1 ივლისიდან საქართველოში საექთნო საქმიანობის უფლება ექნება მხოლოდ იმ პირს, რომელიც რეგისტრირებულია ერთიან სახელმწიფო რეესტრში. რეგისტრაციის გარეშე მუშაობა ჩაითვლება უკანონოდ.

პროფესიული სტატუსის დადასტურება რეესტრი არის გარანტი იმისა, რომ თქვენი განათლება და კვალიფიკაცია აღიარებულია სახელმწიფოს მიერ. ეს ზრდის პროფესიის ავტორიტეტს და ნდობას პაციენტების მხრიდან.

რეგისტრაცია არ არის მხოლოდ ფორმალობა — ეს არის თქვენი პროფესიული საქმიანობის დაზღვევა 2027 წლის 1 ივლისის შემდეგ!

N234

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების რეგისტრაციის პერიოდში აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ პროფესიული განათლებისთვის აირჩიონ შპს „სიო“.

კოლეჯი „სიო“ აცხადებს მიღებას უმაღლესი, V დონის პროფესიულ საგანამანათლებლო პროგრამებზე:

  • მასაჟის თერაპია - სწავლის ხანგრძლიობა 1.5 წელი;
  • საექთნო საქმე - სწავლის ხანგრძლიობა 3 წელი;

სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ !!!

ეს პროგრამები გაძლევთ შესაძლებლობას მიიღოთ პრაქტიკაზე ორიენტირებული განათლება და მოემზადოთ რეალური სამუშაო გარემოსთვის.

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია მიმდინარეობს ონლაინ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე (naec.ge).

რეგისტრაციის პროცესში კონსულტაციების გასაწევად შეავსეთ ფორმა >>> https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScI_SpAAfgjArOsy3hTOSSYDi4vYWrBxs6Duu28BuASMWRihQ/viewform?usp=header

მისამართი: ქ. ქუთაისი, ი. ჭავჭავაძის 21/ა

დეტალური ინფორმაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვირეკეთ: 592-245-245

#სიო #პროფესიულიგანათლება #საექთნოსაქმე #მასაჟისთერაპია #კოლეჯი

651685144 1534620858672014 6303512038901358001 n

 

 
24 მარტს საზგადოებრივ კოლეჯ „სიო”-ში გაიმართა კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა ტუბერკულოზის მსოფლიო დღეს! თემის ირგვლივ მნიშვნელოვან საკითხებზე მოხსენება გააკეთეს კოლეჯის სტუდენტებმა:
  • ანა ლიპარტელიანმა
  • მარიამ სილაგაძემ
  • თამარ ზოსიაშვილმა
  • ეკა ბაძაღუამ
634266672 1328051082719972 2374706535519782719 n649106115 1927217754587318 3856497255481866513 n653912101 942055525044357 7563137399829323993 n655005306 1312011867696202 3313456940211221755 n655015191 934644039487316 2798342516208911036 n