პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამათა უმრავლესობაზე სტუდენტთა შერჩევა წელს კოლეჯების მიერ იქნება ორგანიზებული და უმეტესად ონლაინ ფორმატში წარიმართება 23 აგვისტოდან 19 სექტემბრის ჩათვლით. ზოგიერთ პროგრამაზე კი შერჩევა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირების გზით მოხდება, რომლის თარიღები უკვე განისაზღვრა. ტესტირება 6 და 7 სექტემბერს ჩატარდება. ინფორმაციას ტესტირების დღესა და ადგილთან დაკავშირებით, აპლიკანტები სარეგისტრაციო სისტემაში, მათ პერსონალურ გვერდზე მოიძიებენ. დეტალები მითითებული იქნება საგამოცდო ბარათზე, მათი ამობეჭდვა კი შესაძლებელი იქნება ვებგვერდიდან: www.vet.emis.ge
 
გაითვალისწინეთ, რომ საგამოცდო ბარათზე მითითებულია რეგისტრაციის დაწყების დრო, რომელიც 30 წუთის განმავლობაში მიმდინარეობს. დაგვიანებული პირები ტესტირებაზე არ დაიშვებიან.
 
წესები, რომლებიც გამოსაცდელმა უნდა დაიცვას ტესტირების პროცესში:
 
გამოსაცდელს უფლება აქვს, თან იქონიოს:
  • წყალი (პლასტმასის ბოთლით);
  • პირადი ჰიგიენის ნივთები.
 
გამოსაცდელი ვალდებულია, თან იქონიოს:
  • განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ გაცემული საგამოცდო ბარათი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;
  • კალამი. 
 
გამოსაცდელი ვალდებულია მუდმივად ეკეთოს პირბადე!
 
გამოსაცდელს ეკრძალება:
 
  • მობილური ტელეფონის ან სხვა ელექტრონული აპარატურის შეტანა საგამოცდო ოთახში;
  • დამხმარე მასალის – სახელმძღვანელოების, ჩანაწერების, ფურცლების და სხვათა გამოყენება, გარდა ცენტრის მიერ შეთავაზებული ნივთებისა;
  • გადალაპარაკება, დახმარების გაწევა ან სხვა გამოსაცდელისათვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა;
  • სამუშაო ადგილის უნებართვოდ დატოვება;
  • მუშაობის დაწყება შესაბამისი მითითების გარეშე;
  • გადალაპარაკების, დახმარების გაწევის ან მიღების, დამხმარე მასალის, მობილური ტელეფონის, ან სხვა ელექტრონული აპარატურის აღმოჩენის, სამუშაო ადგილის დატოვებისა და მითითების გარეშე მუშაობის დაწყების, აგრეთვე წესრიგის უხეში დარღვევის, საგამოცდო პროცესის მონაწილე პირის შეურაცხყოფის ან სხვა მსგავს შემთხვევაში, გამოსაცდელი მიიღებს გაფრთხილებას, რაც მიეთითება საგამოცდო უწყისში. ამ დარღვევების განმეორების შემთხვევაში, პირი იხსნება ტესტირებიდან.
 
ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ტესტირებაში მონაწილეთა ჯანმრთელობის მაქსიმალური დაცვისა და ამავე დროს პროცესის სრულყოფილად წარმართვის უზრუნველსაყოფად, გათვალისწინებული იქნება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები.
 
პროფესიული ტესტირება კომპიუტერით ტარდება. უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლების მოსაპოვებლად ტესტირება ტარდება შემდეგ საგნებში:
  • ზოგადი უნარები - 50 ქულა (2 საათი);
  • ბიოლოგია - 30 ქულა (1.5 საათი);
  • ქიმია - 30 ქულა (1.5 საათი).
გამოსაცდელს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 15% - ზე მეტს დააგროვებს.
 
2021 წლის 16 აგვისტოს N795897 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა „2021 წელს ზოგიერთ საბაზო და საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე აპლიკანტთა შერჩევის პროცესში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების მხარდაჭერის მიზნით ტესტირების ჩატარების წესი“. 
 
ტესტირება ემსახურება პროფესიული დაწესებულებების ხელშეწყობას, რათა დაწესებულებამ ტესტირების შედეგად გამოვლენილი საუკეთესო აპლიკანტები შეარჩიოს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ტესტირება ჩატარდება საბაზო ზოგად უნარებში. ტესტის მაქსიმალური ქულაა 50, საგამოცდო დროის ხანგრძლივობა კი 2 საათი. 

მეგობრებო და ყველა მსურველებო, შპს "სიო"მ შეიმუშავა შინმოვლის სპეციალისტის მომზადების მოკლევადიანი პროგრამა, რომელიც გულისხმობს ავადმყოფის მოვლას სახლის პირობებში. დღევანდელი სიტუაცია განაპირობებს მზარდ მოთხოვნას აღნიშნულ სპეციალობაზე, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. გთხოვთ დააფიქსიროთ თქვენი მოსაზრება, რამდენად მნიშვნელოვანია აღნიშნული სპეციალობის შესწავლა თქვენთვის, რათა გავაუმჯობესოთ მომვლელისა და ავადმყოფის მდგომარეობები!!!

სოც. ქსელი: https://www.facebook.com/Siocollage/

ელ. ფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

koroo korooo

 

Sio Logo 400px

საზოგადოებრივ კოლეჯ „სიო“-ში 12 ივლისიდან დაიწყო სტუდენტთა რეგისტრაცია უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო  პროგრამაზე „საექთნო საქმეში“. მსურველებს პირობების გაგება შეუძლიათ საზოგადოებრივ კოლეჯ „სიო“-ში მისამართზე: ქუთაისი,გალაქტიონ ტაბიძის N72/დ მიღების საათები: 10:00 სთ- 17:00. ტელ.: 599-94-18-77; 592-245-245; 557-70-81-55; ელფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it..

პროგრამა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ !!!

გამოცდები ტარდება ქიმიასა და ბიოლოგიაში

გისურვებთ წარმატებებს

30715793 1776715402366540 6507020404291272704 n 

20210125 160012 20210125 16043020210125 160544 20210125 161010 20210125 161200 20210125 162004 1 20210125 162628 20210125 162738 1 20210125 162906 20210125 163221 20210125 164057 20210125 164122 20210125 164423

2020 წლის 10 დეკემბერს საზოგადოებრივ კოლეჯ „სიო“-ში ჩატარდა ონლაინ კონფერენცია თემაზე  ,,მსოფლიო ეპიდემიები და საქართველო"