JooMix

პროფესიული  საგანამანათლებლო   პროგრამა

პრაქტიკოსი ექთანი

 

 

ზოგადი  იინფორმაცია  პროგრამის   შესახებ

პრაქტიკოსი ექთნის მეხუთე    საფეხურის   პროფესიული    პროგრამა  150 კრედიტიანია .  კრედიტების 60  %    ეთმობა   პროგრამის   თეორიულ   კომპონენტის   შესწავლას, ხოლო   
40 %  პრაქტიკას.  სასწავლებლის საპრაქტიკო ბაზებზე მიღებული ცოდნა და გამოცდილება დასაქმების მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს.

  

 

პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობა

პრაქტიკოსი ექთნის   პროფესიული  საგანმანათლებლო  პროგრამაზე შეიძლება ჩაირიცხოს პირი, რომელსაც  დაძლეული  აქვს   სრული  განათლების   საფეხური. 

სწავლის   დასრულების   შემდეგ   სტუდენტს   მიენიჭება–პრაქტიკოსი ექთნის მეხუთე  საფეხურის  პროფესიული  კვალიფიკაცია  დაგადაეცემა  პროფესიული   დიპლომი.

პროგრამის  მიზანი

პრაქტიკოსი ექთნის საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია სახელმწიფო პროფესიული სტანდარტების საუძველზე  მოამზადოს მუდმივად ცვალებადი შრომის ბაზრის მოთხოვნებთან ადაპტირებული კონკურენტუნარიანი, კვალიფიციური სპეციალისტები, რომლებიც შეიძენენ  საექთნო საქმისათვის საჭირო ცოდნას  და გამოიმუშავებენ  პრაქტიკული უნარ-ჩვევებს, რათა მათ შეძლონ:  

  • ნებისმიერი ასაკის,
  • ინდივიდების,
  • ოჯახების,
  • მოსახლეობის  სხვადასხვა ჯგუფების ჯანმრთელობის დაცვას  და დაავადებათა პრევენციას.
  • ჯანმრთელობის აღდგენა–შენარჩუნებას
  • ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვის ხელშეწყობას 

პრაქტიკოსი ექთნები უნდა   ფლობდნენ:

  • პროფესიული ეთიკის ნორმებს,  
  • იცნობდნენ სამართლებრივ ასპექტებს 
  • თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით  შეეძლოთ საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის წარმოება,რეგისტრაცია და შენახვა. 
  • ფლობდნენ უსაფრთხოების ნორმებს, 
  • ინფექციის კონტროლის პრინციპებს  და გაცნობიერებული ქონდეს ამ პრინციპების დაცვის აუცილებლობა.
  • შეეძლოთ პირველადი გადაუდებელი დახმარების   აღმოჩენა 
  • საფრთხო გარემოს შექმნა.

 

პროგრამის  დასრულების  შემდეგ   სტუდენტს შეუძლია:

 

  • კლიენტის/პაციენტის ოპტიმალური, უსაფრთხო, კომფორტული და ეთიკური მოვლის/მართვის მაღალი ხარისხით უზრუნველყოფა;
  • კლინეტის/პაციენტის ფიზიკური და ფსიქოსოციალური ჯანმრთელობის ნორმისა და დევიაციის ნიშნების ამოცნობა, ტრიაჟი და პირველადი საექთნო შეფასება,  ადექვატური ინტერპრეტაცია და საკუთარი კომპეტენციისფარგლებში შესაბამისი ქმედების განხორციელება;
  • კლიენტის/პაციენტის სიცოცხლესთან დაკავშირებული რისკების დროულიშეფასება და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ქმედებისგანხორციელება;
  • პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევა;
  • კლინიკური უნარ-ჩვევების დემონსტრირება, საექთნო შეფასების, პრობლემისიდენტიფიცირების, გეგმის შემუშავებისა და პრაქტიკაში დანერგვის საფუძველზე;
  • კლიენტის/პაციენტის მართვის გეგმით გათვალისწინებული სხვადასხვაინვაზიური ჩარევებისა და არაინვაზიური პროცედურების მოვლა/ წარმოება;
     

  • მასზე დელეგირებული სამკურნალწამლო  და სამედიცინო ტექნიკურ  დატექნოლოგიურ საშუალებათა დანიშნულებისამებრ გამოყენება, შენახვა დაგამოყენებული მასალის განადგურება უსაფრთხოების წესების დაცვით;
  • კლიენტის/პაციენტის ღირსების, უფლებების დაცვა, ადვოკატირება დაასოცირებული ინფორმაციის კონფიდენციურობის უზრუნველყოფა;
  • კლიენტის/პაციენტის, ოჯახის წევრების ანდა მომვლელის ინფორმირება დაგანათლება,  პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება საკუთარიკომპეტენციის ფარგლებში;
  • სამედიცინო გუნდში ეფექტური და კოორდინირებული მუშაობა;
  • დაქვემდებარებული ადამიანური რესურსების ეფექტურისწავლება/განათლება, მართვა, ფუქნციების ადექვატური დელეგირება;
  • შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება, შენახვა, დაცვა, გადაცემადა გავრცელება;
  • საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი სკრინინგ–ტესტების, ადექვატურიქვატურიპრევენციული ღონისძიებების ანდა იმუნიზაციის წარმოება.
  • ჯანმრთელობის ხელშეწყობა ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის გზით;
     

სტუდენტების  შეფასება

პროფესიული სტუდენტების შეფასება ხდება რამოდენიმე კომპონენტის გათვალისწინებით და   კოლეჯში  მოქმედი   შეფასების  სისტემის   მიხედვით

დასაქმების შესაძლებლობა

პრაქტიკოსი ექთნის დასაქმების სფერო მოიცავს სხვადასხვა დონის 

  • დიაგნოსტიკურ  დაწესებულებებს
  • სამკურნალო   დაწესებულებებს
  • პროფილაქტიკურ დაწესებულებებს
  • სარეაბილიტაციო დაწესებულებებს
  • ჰოსპისებს
  • ეთიკურ კომიტეტებს
  • არასამთავრებო ორგანიზაციებს  და ქვეყნის კანონმდებლობით განსაზღვრულ სფეროებს.