JooMix

პროფესიული  საგანამანათლებლო   პროგრამა

ექთნის  თანაშემწე

 

ზოგადი  იინფორმაცია  პროგრამის   შესახებ

ექთნის   თანაშემწის   მესამე   საფეხურის   პროფესიული    პროგრამა  90 კრედიტიანია .  კრედიტების 60  %    ეთმობა   პროგრამის   თეორიულ   კომპონენტის   შესწავლას, ხოლო   

40 %  პრაქტიკას.  სასწავლებლის საპრაქტიკო ბაზებზე მიღებული ცოდნა და გამოცდილება დასაქმების მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს.

  

 

პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობა

ექთნის  თანაშემწის   პროფესიული  საგანმანათლებლო  პროგრამაზე შეიძლება ჩაირიცხოს პირი, რომელსაც  დაძლეული  აქვს   საბაზო  ან   სრული  განათლების   საფეხური.

სწავლის   დასრულების   შემდეგ   სტუდენტს   მიენიჭებაექთნის  თანაშემწის  მესამე საფეხურის  პროფესიული  კვალიფიკაცია  დაგადაეცემა  პროფესიული   დიპლომი.

პროგრამის  მიზანი

   ექთნის თანაშემწის  საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია სახელმწიფო პროფესიული სტანდარტების საფუძველზე  მოამზადოს:

  • მუდმივად ცვალებადი შრომის ბაზრის მოთხოვნებთან ადაპტირებული ,
  • კონკურენტუნარიანი,
  • კვალიფიციური სპეციალისტები,-რომლებიც შეიძენენსაქმისათვის საჭირო ცოდნასდა გამოიმუშავებენპრაქტიკული უნარ-ჩვევებს, რათა მათ შეძლონ :
    • ნებისმიერი ასაკის,
    • ინდივიდების,
    • ოჯახების,
    • მოსახლეობის, სხვადასხვა დაავადებების მქონე პირთა მოვლას,მათი ჯანმრთელობისდაცვასდა დაავადებათა პრევენციას.
    • ჯანმრთელობის აღდგენა–შენარჩუნებისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვის მეშვეობით.

ექთნის თანაშემწეები უნდა ფლობდნენ

  • პროფესიული ეთიკის ნორმებს,
  • ფლობდნენ უსაფრთხოების ნორმებს,
  • ინფექციის კონტროლის პრინციპებსდა გაცნობიერებული ქონდეს ამ პრინციპების დაცვის აუცილებლობა.
  • შეეძლოთ პირველადი გადაუდებელი დახმარებისაღმოჩენა
  • უსაფრთხო გარემოს შექმნა.
  • საექთნო  მოვლის ასისტირების პრინციპები და   ამოცანები;
  • ასისტირების ძირითადი საშუალებები, ფორმები და მეთოდები;
  • ურთიერთობის ფსიქოლოგია და ეთიკის ნორმები;
  • საკუთარი თავისა  და  მოსავლელი  ობიექტის  დაცვა ინფექციის   კერაში; 

რა  უნარებს  ფლობს   და   რა  იცის  კურსდამთავრებულმა  პროგრამის   დასრულების შემდეგ?

 დასრულების  შემდეგ   სტუდენტმა   იცის:

  •  პაციენტებთან და კოლეგებთან ურთიერთობის ფსიქოლოგია;
  • საექთნო მოვლის ასისტირების მეთოდები და საშუალებები;
  • საკუთარი თავის და მოსავლელი პირის დაცვა ინფექციის კერაში მუშაობისას;
  • გადაუდებელი დახმარების მეთოდების ხვადასხვა სიტუაციებში;
  • პალიატიური მზრუნველობის მნიშვნელობა და არსი;
  • არსი და მოხუცებული ადამიანების მოვლის თავისებურებები;  
  • ფლობს ბიოლოგიური მეცნიერების საფუძვლებს;
  • იცის საკუთარი ადგილი ჯანდაცვის სისტემაში,
  • პროფესიული უფლებები დამოვალეობები. წამლების ზოგადი კლასიფიკაცია, შენახვა, დარიგება

 

 

სტუდენტებისშეფასება

პროფესიული სტუდენტების შეფასებახდება რამოდენიმე კომპონენტის გათვალისწინებით და   კოლეჯში  მოქმედი   შეფასების  სისტემის   მიხედვით

დასაქმების შესაძლებლობა

ექთნის   თანაშემწე  არის  სამედიცინო   პერსონალი, რომელიც მუშაობს ექთნისან/და ექიმის  მეთვალყურეობის   ქვეშ. მისი საქმიანობა მოიცავს ზედამხედველობის ქვეშ ფიზიკური დაფსიქიკური   დაავადებების   მქონე, ასევე უნარშეზღუდულ და ტერმინალურ პაციენტებზე ზრუნვას;  ექთნის  თანაშემწე  შეიძლება  დასაქმდეს:

  • სტაციონარში, 
  • ჰოსპისში, 
  • ბინის  პირობებში  ან/და მომვლელად   მგზავრობა-მოგზაურობისდროს; 
  • ხანგრძლივი  სამედიცინომო  მსახურების  დაწესებულებაში (მოხუცთა   თავშესაფარი, ბავშვთა   სახლები); ბინაზე  მოვლის   სამსახურში.