JooMix

პრაქტიკოსი ექთნის მოდულური პროფესიული

საგანმანათლებლო პროგრამა

საზოგადოებრივი კოლეჯ შპს სიო-ს წარმომადგენლები აქტიურად ჩართული იყვნენ მოდულური პროგრამების შემუშავების პროცესში

 

და არის ავტორი მოდულის- ექთან-ანესთეზისტის საქმის

 

მისანიჭებელი პროფესიული კვალიფიკაცია:

 

პრაქტიკოსი ექთანის მეხუთე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია

საკანონმდებლო ბაზა:

საქართველოს კანონი „პროფესიული განათლების შესახებ“

  • ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩო
  • პრაქტიკოსი ექთნის პროფესიული სტანდარტი

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:

სრული ზოგადი განათლება

კურსდამთავრებულთა კარიერული შესაძლებლობები:

პროგრამის დასრულების შემდეგ პირს შეუძლია დასაქმდეს:

 ა) ყველა სამედიცინო დაწესებულებაში:  სტაციონარი·  ამბულატორია

  • დიაგნოსტიკური ცენტრი
  • პირველადი ჯანდაცვის ობიექტები 
  • რეაბილიტაციის ცენტრები
  • ესთეტიკური ცენტრები·  გადაუდებელი დახმარების ცენტრები 
  • სასწრაფო გადაუდებელი ცენტრები

ბ) სხვადასხვა ინსტიტუციაში: 

  • ბინაზე მომსახურება/პატრონაჟი 
  • პანსიონატები (ბავშვთა, მიუსაფართა, მოხუცთა სახლები)  
  • პალიატიური მზრუნველობის ცენტრები
  • საგანმანათლებლო დაწესებულებები 
  • სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები
  • კვების ობიექტები  · გ) ჯანდაცვის ორგანიზაციაში  ჯანდაცვის სამინისტრო 

პროგრამის მიზანი:

 მისცეს სტუდენტს საექთნო საქმისთვის საჭირო ბაზისური თეორიული ცოდნა და კლინიკური უნარ–ჩვევები, რის საფუძველზეც წარმატებით შეასრულებს პრაქტიკოსი ექთნის პროფესიულ როლსა და ფუნქციებს, საექთნო საქმის ძირითადი ღირებულებების, ეთიკური და სამართლებრივი ასპექტების გათვალისწინებით. სწავლის შედეგები

პროგრამის დასრულების  შემდეგ პირს შეუძლია:

  • საექთნო პროცესის  მართვა
  • კომუნიკაცია საზოგადოებასთან და ჯანდაცვის გუნდთან
  • ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური ღომისძიებების დაცვა
  • სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება
  • პროფესიული განვითარებისთვის ზრუნვა
  • პროფესიული სტუდენტის

 

მიღწევების შეფასება

 1.შეფასება არსებობს განმავითარებელი და განმსაზღვრელი. .განმავითარებელი შეფასება შესაძლოა განხორციელდეს როგორც ქულების, ასევე ჩათვლის პრინციპების გამოყენებით. განმსაზღვრელი შეფასება ითვალისწინებს მხოლოდ ჩათვლის პრინციპებზე დაფუძნებული (კომპეტენციების დადასტურებაზე დაფუძნებული) სისტემის გამოყენებას და უშვებს შემდეგი ორი ტიპის შეფასებას:

ა) სწავლის შედეგი   დადასტურდა; ბ) სწავლის შედეგი ვერ დადასტურდა.

განმსაზღვრელი შეფასებისას უარყოფითი შედეგის მიღების შემთხვევაში პროფესიულ სტუდენტს უფლება აქვს, მოითხოვოს  სწავლის შედეგების მიღწევის დამატებითი შეფასება პროგრამის დასრულებამდე.

პროგრამის მოცულობა და ხანგრძლივობა:

მოცულობა: 179 კრედიტი·  სავარაუდო ხანგრძლივობა: 32 სასწავლო თვე

· თეორიული სწავლება იწარმოებს შპს სიო-ს ,თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილ მატერიალურ ტექნიკურ ბაზაზე (მულტიფუნქციური მანეკენები და სხვადასხვა სიმულატორები), სადაც თეორიულისწავლება გადაზრდილია პრაქტიკული უნარების გამომუშავებაში, რაც გარანტიაა იმისა რომ ჩვენიკურსდამთავრებულები იქნებიან მაღალი კვალიფიციკაციის სპეციალისტები, რაც ობიექტურად გაზრდის მათი შემდგომი დასაქმების შესაძლებლობას.

ასევე პარტნიორ ორგანიზაციებთან შესაძლებელია როგორც თეორიული ასევე პრაქტიკული უნარ ჩვევების ათვისება რაც მნიშვნელოვნად ზრდის ჩვენ კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელს