💆‍♀️✨ კოლეჯ „სიო“-ს სპა თერაპევტის მოკლევადიანი პროგრამის მსმენელები პრაქტიკას ქალაქ წყალტუბოში გადიან. 🌿💙 🤍

749354547 1657032919764140 13111090226245268 n749354547 1657032919764140 13111090226245268 n749403995 1657032766430822 8303722568080867618 n749846098 1657032929764139 6007612857980520486 n750785224 1657032829764149 5155996837319712710 n750903986 1657032783097487 5945525818110736714 n752150820 1657032803097485 5811757310789091167 n

🎓 გილოცავთ, ძვირფასო კურსდამთავრებულებო!
კოლეჯი „სიო“ გულითადად ულოცავს საექთნო საქმის პროგრამის კურსდამთავრებულს ამ მნიშვნელოვან წარმატებას!
გისურვებთ წარმატებულ პროფესიულ გზას, უწყვეტ განვითარებას, ღირსეულ კარიერასა და მრავალ ბედნიერ პაციენტს, რომელთა ცხოვრებაშიც თქვენი ცოდნა და თავდადება მნიშვნელოვან კვალს დატოვებს.

743805705 1648304660636966 2542278127613721789 n744536198 1648293343971431 1576255410015301150 n742331134 1648293220638110 1891813328557098779 n

🩺🚑 კოლეჯ „სიოში“ წარმატებით გაიმართა პირველადი დახმარებისა და უსაფრთხოების პროგრამის მასტერკლასი 🎉
მასტერკლასის ფარგლებში მონაწილეებმა შეიძინეს მნიშვნელოვანი თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარები, რომლებიც აუცილებელია საგანგებო სიტუაციებში სწორი და დროული რეაგირებისთვის. ⛑️
🎓 პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ თითოეულ მონაწილეს გადაეცათ სერტიფიკატები
👏 გულითად მადლობას ვუხდით ყველა მონაწილეს ჩართულობისა და ინტერესისთვის. გვიხარია, რომ ერთად ვზრუნავთ უსაფრთხოების კულტურის განვითარებასა და პროფესიული ცოდნის გაღრმავებაზე.
💙 კოლეჯი „სიო“ მომავალშიც განაგრძობს მსგავსი საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზებას, რათა კიდევ უფრო მეტ ადამიანს მისცეს შესაძლებლობა, შეიძინოს პრაქტიკული და რეალურ ცხოვრებაში გამოსადეგი უნარები.
730640228 1634100608724038 3536207015288372863 n731391151 1634102635390502 3870536581014587920 n731727077 1634102775390488 7891750441712153308 n731808121 1634102672057165 122833516045908714 n
იწყება რეგისტრაცია "SPA თერაპისტის"სასერტიფიკატო პროგრამაზე❕❗
პროგრამის ხანგრძლივობა: 3 თვე 📆
სასერტიფიკატო კურსი სრულად ფინანსდება დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიერ !!!
პროგრამის ფარგლებში შეისწავლით:
🔵მასაჟის განვითარების ისტორიას, არსსა და ადამიანის ორგანიზმზე ზემოქმედების მექანიზმებს;
🔵მასაჟის სახეების კლასიფიკაციას;
🔵პაციენტისა და კლიენტისთვის პროფესიული რეკომენდაციების გაცემას;
🔵სამკურნალო კურსის დაგეგმვას აღდგენითი თერაპიის სხვა მეთოდებთან კომბინაციაში;
🔵სარელაქსაციო მასაჟის ტექნიკებსა და პრაქტიკულ უნარებს.
🏫 პროგრამის დასრულების შემდეგ გაიცემა სახელმწიფო სერტიფიკატი!
პროგრამა ხორციელდება კოლეჯი „სიო“-სა და წყალტუბოს ბალნეოლოგიური კურორტის ბაზაზე
WhatsApp Image 2026 06 22 at 14.08.48

„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ და „უმაღლესი განათლების შესახებ“  საქართველოს კანონებში 2024 წელს განხორციელებული ვცლილებების თანახმად ექთნის და მეან-ექთნის სპეციალობები განისაზღვრა რეგულირებად პროფესიებად და ექვემდებარება სახელმწიფო სერტიფიცირებას. აქედან გამომდინარე : 

2026 წლის 26 იანვრიდან ამოქმედდა ექთნებისა და მეან-ექთნების ერთიანი ელექტრონული რეესტრი. 

2027 წლის 1 ივლისიდან საექთნო საქმიანობა შესაბამისი რეგისტრაციის გარეშე იკრძალება.

რეგისტრაცია სავალდებულოა ვებ-გვერდზე: https://nursecertification.moh.gov.ge/

საქმიანობის კანონიერი უფლება 2027 წლის 1 ივლისიდან საქართველოში საექთნო საქმიანობის უფლება ექნება მხოლოდ იმ პირს, რომელიც რეგისტრირებულია ერთიან სახელმწიფო რეესტრში. რეგისტრაციის გარეშე მუშაობა ჩაითვლება უკანონოდ.

პროფესიული სტატუსის დადასტურება რეესტრი არის გარანტი იმისა, რომ თქვენი განათლება და კვალიფიკაცია აღიარებულია სახელმწიფოს მიერ. ეს ზრდის პროფესიის ავტორიტეტს და ნდობას პაციენტების მხრიდან.

რეგისტრაცია არ არის მხოლოდ ფორმალობა — ეს არის თქვენი პროფესიული საქმიანობის დაზღვევა 2027 წლის 1 ივლისის შემდეგ!

N234